როგორ დაკარგა მარსმა თავისი ატმოსფერო

ეს მოხდა არა ქვიშის ქარიშხლების გამო, არამედ პლანეტის სუსტი მაგნიტოსფეროს გამო.

მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ მარსი ოდესღაც დასახლებული პლანეტა იყო და არა მშრალი, უკაცრიელი სამყარო, როგორიც დღეს არის. მზის სისტემის მე-4 პლანეტაზე სიცოცხლეს ხელს ატმოსფერო უწყობდა, მაგრამ მილიარდობით წლის განმავლობაში ის კოსმოსში გაიწოვა.

კოსმოსური აპარატის, NASA MAVEN-ის გამოყენებით, მეცნიერებმა შექმნეს ანიმაცია, რომელზეც ჩანს, რომ მარსის მაგნიტოსფერო ძალიან სუსტია იმისთვის, რომ დაიცვას პლანეტა მკვეთრი მზის ქარებისგან. ამ ქარებს სისტემატურად მიაქვთ ატმოსფეროს დიდი ნაწილი. ანიმაცია ასევე კარგად აჩვენებს ელექტრულ დენებს, რომლებიც მარსს აკრავს გარშემო.

წინა კვლევები მიუთითებდნენ მაგნიტურ მტვრის ქარიშხლებზე. ითვლებოდა, რომ სწორედ ისინი არიან მარსის ატმოსფეროს დაკარგვის მთავარი მიზეზები. მაგრამ ახალი კვლევები ამტკიცებენ, რომ ეს ასე არ არის.

8a51494894334b92be69235fdd7b4917.width-630

ზედა სურათზე ნაჩვენებია მარსის გარშემო ელექტრული დენები, რომლებიც პლანეტის დღის მხარეს ფარავენ და განეფინებიან ღამის მხარეს. ელექტრული დენის ეს მარყუჟები აერთებენ მარსის ზედა ატმოსფეროს და მის ინდუცირებულ მაგნიტოსფეროს მზის ქართან.

როცა მზის ქარის იონები და ელექტრონები მარსის მიერ ინდუცირებულ მაგნიტურ ველს ეჯახებიან, ისინი იძულებულები ხდებიან, გაიფანტონ საპირისპირო ელექტრული მუხტის გამო – სწორედ ამის გამო არის მარსის გარშემო დრაპირების მსგავსი ელექტრული დენები.

ამას გარდა, მზის მიერ გამოფრქვეული რენტგენის გამოსხივება და ულტრაიისფერი გამოსხივება სისტემატურად ახდენენ მარსის ატმოსფეროს ზედა უბნის იონიზირებას, რის შედეგადაც ის ელექტრობის გამტარი გახდება.

მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ დედამიწის მაგნიტოსფერო ჩვენს პლანეტას იცავს სახიფათო მზის სხივებისგან და ქარებისგან. ეს ახალი კვლევა კი, ამ პროცესების თვალსაჩინო დადასტურებაა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*