როგორ იბადებიან ვარსკვლავები: მომაჯადოებელი ვიდეო

ვარსკვლავების წარმოშობის ყველაზე რეალისტური კომპიუტერული სიმულაცია.

სამეფო ასტრონომიული საზოგადოების მკვლევარებმა შექმნეს სიმულაცია, რომელიც ითვალისწინებს ვარსკვლავების წარმოქმნის დროს მიმდინარე ფიზიკური მოვლენების მთელ კომპლექსს.

კომპიუტერულ მოდელირებაში წარმოდგენილ კოსმოსური გაზის უზარმაზარი ღრუბელი პულსირებს და ახალ ვარსკვლავებს ბადებს. თეთრი უბნები გაზის უფრო მკვრივ უბნებზე მიუთითებენ, მათ შორის, ახალგაზრდა ვარსკვლავებიც არიან.

ნარინჯისფერით გამოყოფილია ადგილები, სადაც გაზის მოძრაობა ძლიერ განსხვავებულია, მაგალითად, ისინი ახალი ვარსკვლავების მიერ გამოშვებულ მძლავრ ჭავლებს წარმოადგენენ.

იისფერით ნაჩვენები გაზი შედარებით მშვიდია. 4,3 მილიონი წლის გავლის შემდეგ მოდელირება ჩერდება, რათა ვირტუალურმა კამერამ ღრუბლის შემოვლა და მისი სამგანზომილებიანი სტრუქტურის ჩვენება შეძლოს.

ღრუბლის შიგნით ტურბულენტობა ჯიბეებს ქმნის, რომლებიც დაშლის შემდეგ ახალ ვარსკვლავებს წარმოშობენ. შემდეგ, ეს ვარსკვლავები მძლავრ ნაკადებს ქმნიან – უშვებენ გამოსხივებას და ვარსკვლავურ ქარებს. შემდეგ კი, ზეახალ ვარსკვლავებად ფეთქდებიან.

NASA-მ ამ მოდელირებისთვის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ისტორიაში, ყველაზე საუკეთესო სურათები გამოიყენა.

https://www.youtube.com/watch?v=M0Rj3hkkPf0

Leave a comment

Your email address will not be published.


*