როგორ იკვებებოდნენ პომპეიში

ვულკანის მიერ ცოცხლად დამარხულ ქალაქში საუკუნეების შემდეგ აღმოჩენილმა და ფერფლისგან გაწმენდილმა ჭურჭელმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. პომპეიში აღადგინეს დომუსის ინტერიერი, სადაც ვეზუვის ამოფრქვევამდე სიცოცხლე დუღდა. დომუსს ძველი რომაელები განსაზღვრულ ტიპის სახლს უწოდებდნენ.

დომუსის სამსართულიან სამრეცხაოსა და სამზარეულოს სრული რეკონსტრუქცია გაუკეთდა. მდიდარ რომაელებს აქ გასაწმენდად ტოგები მიჰქონდათ. ტანსაცმელი უზარმაზარ თიხის აბაზანებში ლბებოდა, ირეცხებოდა და სპეციალური წნეხებით უთოვდებოდა. აქვე იყო სამზარეულოც, რომელიც სამრეცხაოს მშიერ კლიენტებს ემსახურებოდა.

აღდგენის შემდეგ ინტერიერში განთავსდა ორიათასწლოვანი რომაული სამზარეულოს ყველა ატრიბუტი, რომელიც არქეოლოგიური სამუშაოებისას მოიპოვეს. ძველი რომაული ქოთნები, ქვაბები, ტაფები, ლითონის ცხაურები. პროექტის ავტორები ცდილობდნენ, დამთვარიელებელს სრული წარმოდგენა შეექმნას, როგორი იყო ყოველდღიური ცხოვრება სიცოცხლით სავსე ქალაქში, რომელიც ვეზუვიმ გაანადგურა. გარემო დიდი გულისყურით და ზედმიწევნით სიზუსტით აღადგინეს.

მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ რომაელები საკვებს ნაკვერჩხლებზე ამზადებდნენ. ხორცის ნაჭრები, თევზი და ბოსტნეული ლითონის ცხაურებზე იწვებოდა, ხოლო წვნიანი ზედადგარზე დადგმულ ქოთნებში მზადდებოდა.

სურათის სრულად აღსადგენად სამზარეულოში დააბრუნეს ჯერ კიდევ 1912 წელს აღმოჩენილი ჭურჭელიც, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა მუზეუმში იყო გამოფენილი. ახლა ისინი ერთიან კომპოზიციას შეადგენენ.

restored-pompeii-kitchens-roman-cooking_5

პომპეიში აღმოჩენილი რომაული სამზარეულო

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*