როგორ იმოქმედა 1,5 მილიონ წლიანმა ნადირობის პრაქტიკამ გარეული ცხოველების პოპულაციაზე

ისტორიის ნებისმიერ პერიოდში ადამიანები ყოველთვის ყველაზე მსხვილ ცხოველს ირჩევდნენ.

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი, თელ-ავივის უნივერსიტეტის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, დიდი ხანია ნადირობის ისტორიას სწავლობენ. ადრე დადგინდა, რომ ადამიანის კოგნიტური ჩვევები მსხვილი ცხოველების გაქრობის შემდეგ განვითარდნენ: მათ მოუწიათ ახალი ტაქტიკები და ხერხები მოეფიქრებინათ პატარა და სწრაფი ცხოველების დასაჭერად. ამ პერიოდში ადამიანის ტვინი 650 სმ3-დან 1500 სმ3-მდე გაიზარდა.

ახალმა კვლევებმა კიდევ ერთი ტენდენცია გამოავლინა: დროის ნებისმიერ მომენტში უძველესი ადამიანები ყველაზე მსხვილ ცხოველებზე ამჯობინებდნენ ნადირობას: ნაკლები ძალისხმევა უფრო მეტი საკვების მოპოვების საშუალებას იძლეოდა.

მეცნიერებმა გათხრები ჩაატარეს სამხრეთ ისრაელში და შეისწავლეს არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური საარქივო მასალა. დასკვნა ასეთია: მონადირეები მიზანმიმართულად მისდევდნენ მსხვილ ნადირს და ამით მათ მრავალი სახეობის გადაშენებას შეუწყეს ხელი. ამის შემდეგ, ადამიანი საშუალო ზომის ნადირზე გადავიდა მანამდე, სანამ ირემზე დიდი ცხოველი აღარ დარჩა.

მიღებული მონაცემები უტყუარად მიუთითებს, რომ ნანადირევის ზომები სულ უფრო მცირდებოდა: 1-1,5 მილიონი წლის წინ უზარმაზარი მასტოდონტებიდან დაწყებული, 10 000 წლის წინ გაზელებით დამთავრებული. ამან, საბოლოოდ ადამიანი საქონლის მოშინაურებამდე და მიწათმოქმედებამდე მიიყვანა.

ნამარხი ძვლების მესამედი სპილოს წინაპრებს ეკუთვნით, რომლებიც 13 ტონამდე იწონიდნენ და საკვების 90%-ს შეადგენდნენ. ცხოველების საშუალო წონა, რომლებზეც მაშინ ადამიანები ნადირობდნენ, 3 ტონას შეადგენდა. ხორთუმიანების ძვლებს ყველგან პოულობენ 500 000 წლის წინანდელ შრეებში. შემდეგ, 400 000 წლის წინ ადამიანებმა ირმებზე და სხვა მსხვილ ჩლიქოსნებზე დაიწყეს ნადირობა. ბოლოს კი, 50 000-10 000 წლის წინანდელ სადგომებში მეცნიერები გაზელების ძვლებს პოულობენ, რომლებიც 30 კილოგრამზე მეტს არ იწონიდნენ. ასევე აღმოჩენილია კურდღლების და კუების ნარჩენები.

მეცნიერების თქმით, ეს შედეგები მკაფიოდ ხატავენ სურათს, თუ, როგორ იმოქმედა ადამიანმა გარემოზე და ცხოველთა პოპულაციებზე ბოლო 1,5 მილიონი წლის განმავლობაში. შესაძლოა, სწორედ ამიტომ დაიწყო ძველ ლევანტეში მიწათმოქმედების განვითარება 10 000 წლის წინ.

სწორედ ამ კვლევის შედეგები ნათელს ჰფენენ იმ საიდუმლოს, თუ, რატომ გაქრა დედამიწაზე ფაუნის ბევრი მსხვილი წარმომადგენელი. დამატებით, ძირითადად კლიმატურ ჰიპოთეზაში აუცილებლად გასათვალისწინებელია აქტიური ნადირობის ფაქტორი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*