როგორ იცვლებოდა ჩვენი გალაქტიკა: ირმის ნახტომის ზრდის დიაგრამა

ასტრონომების ჯგუფმა ჩვენი გალაქტიკის ზრდის დიაგრამა შექმნა. ეს მხოლოდ ირმის ნახტომის ისტორიას კი არ გვიჩვენებს ხილულად, არამედ სხვა გალაქტიკების ფორმირების გაგების საშუალებასაც იძლევა.

დედამიწა, მზის სისტემა და შეუიარაღებული თვალით ხილული სხვა ვარსკვლავები ირმის ნახტომის გალაქტიკაში შედიან. ეს სპირალური ფორმის გალაქტიკაა. მისი დიამეტრი დაახლოებით 100 ათასი წინათლის წელიწადია, ასაკი – 13 მილიარდ წელზე მეტი.

მსოფლიოში პირველი “გალაქტიკის ზრდის გრაფიკი” წარმოადგინეს ასტრონომიული საზოგადოება Sloan Digital Sky Survey–ს (SDSS) მეცნიერებმა, აშშ–ში. დიაგრამა ნათლად წარმოადგენს ირმის ნახტომის განვითარების პროცესს წარმოქმნის მომენტიდან თანამედროვე სპირალურ სტრუქტურამდე. ასტროფიზიკოსებმა 70 ათასზე მეტი ვარსკვლავის ასაკი დაადგინეს. გამოიკვლიეს 50 ათასი სინათლის წლის სიგრძის უბანი.

სპეციალისტებმა შეისწავლეს ვარსკვლავების სპექტრები, რომლებიც ტელესკოპ SDSS–ის ერთ–ერთი ინსტრუმენტის Apache Point Observatory Galaxy Evolution Experiment–ის (APOGEE) საშუალებით მიიღეს. ეს აპარატი ერთდროულად 300 ვარსკვლავის მაღალხარისხიან სპექტრს იღებს. ასევე გამოიყენეს ტელესკოპ “კეპლერის” მონაცემები.c0220ac4246e8c264f006fe34a9a86e9

ყველაზე ძველია ვარსკვლავები, რომლებიც გალაქტიკასთან ერთდროულად წარმოიშვნენ (გრაფიკაზე ისინი წითელი ფერით აღინიშნება). შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავები შეფერილია “ცივი” ფერებით. საბოლოო გამოსახულება მხოლოდ ირმის ნახტომის ეტაპობრივ განვითარებას კი არ გვიჩვენებს, ასევე სხვა მსგავსი გალაქტიკების ფორმირების კანონზომიერებას ხსნის.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*