როგორ მოვახდინოთ ირმის ნახტომის კოლონიზირება: ESA-ს წინასწარმეტყველება

რა გამოდის, როცა მეცნიერები ფანტაზიორობას იწყებენ!

NASA-მ კონკურსი გამოაცხადა: ყველა მსურველს შეეძლო გამოეთვალა და შეექმნა ყველაზე ლოგიკური, ეკონომიური და სწრაფი მეთოდი გალაქტიკის დასაპყრობად. შედეგები რამდენიმე დღის წინ, ნიდერლანდების ქალაქ ნორდვეიკში კონფერენციაზე წარმოადგინეს.

აი როგორ გამოიყურება ESA-ს სიმულაცია (მესამე ადგილი კონკურსზე. პირველი ადგილი ჩინელი ასტროფიზიკოსების გუნდმა მიიღო).

ყველა შესაყვანი მონაცემი და პირობა დაწვრილებით იყო აღწერილი – ვარსკვლავური სისტემების ჩამონათვალი, ხომალდების რაოდენობა (5), დრო (ყველა ხომალდ სტარტი უნდა აეღო 10 მილიონი წლის განმავლობაში). მართალია პროექტში რამდენიმე გამარტივება და პირობითობაც იყო: არ უნდა გაეთვალისწინებინათ ეკზოპლანეტების ზედაპირის პირობები და კონკრეტული ვარსკვლავების ფიზიკური მონაცემები – პირობითად ეს იყო მანათობელი წერტილები მასის გარეშე.

კონკურსის შესავალი კი ფანტასტიკის ჟანრის წიგნის ნაწყვეტს ჰგავდა: 10 000 წლის შემდეგ კაცობრიობა ახალ წელთაღრიცხვას დაიწყებს: ზეროს წელიწადს დედამიწიდან უახლოეს ვარსკვლავებისკენ უზარმაზარი ხომალდები მიემართებიან, რომლებსაც ადგილები რამდენიმე თაობას ეყოფა. კონკურსის ლეგენდის მიხედვით ადამიანებს შეეძლებათ უზარმაზარი და სწრაფი ხომალდების აგება, მაგრამ ჯერ ისევ გრავიტაციის და ინერციის ტყვეობაში იქნებიან. ასე რომ, კოსმოსის ათვისება “ძველი მეთოდებით” მოუწევთ – არანაირი ტელეპორტაცია.

ამ პროექტის გარდა კონფერენციაზე სხვა პრობლემებიც განიხილებოდა. მაგალითად, როგორ იქმნება ხანგრძლივი ძილის – “ჰიბერნაციის” შედეგები, როგორ შეიქმნას ხელოვნური გრავიტაცია, რა ენაზე ილაპარაკებენ კოსმოსის კოლონიზატორები, როგორ აიცილონ კონფლიქტები და როგორ მართონ უცხოპლანეტური კოლონიები.

მთავარი კითხვაა, თუ როდის მოხდება ეს? პასუხის გაცემა რთულია – მზის სისტემის საზღვრებს მხოლოდ 5–მა ხელოვნურმა აპარატმა მიაღწია. ყველაზე შორეულები მათ შორის “ვოიაჯერ 1” და “ვოიაჯერ 2″–ია. მათ შესაბამისად 20 და 17 მილიარდი კილომეტრი გაიარეს და ამ გზის გავლას 40 წელიწადზე მეტი დასჭირდა!

Leave a comment

Your email address will not be published.


*