როგორ მოძრაობენ ანტარქტიდის ყინულები

ფოტოები გადაღებულია NASA-ს მიერ ორგანიზებული ოპერაციის “ყინულის ხიდის” დროს.

NASA-ს სპეციალისტებმა მისიის მიმდინარეობისას გადაუფრინეს სამხრეთ ანტარქტიდის ნახევარკუნძულს და ყინულოვანი ლანდშაფტის შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღეს.

ფოტოები გადაღებულია Digital Mapping System–ის კამერით, რომელიც მაღალი ციფრული ხარისხის ათასობით ფოტოგრაფირებას ახდენს ერთი გაფრენის დროს.

სპეციალისტებმა გადაიღეს ძლიერად დასერილი ზედაპირის ყინულები. ასეთი ნაპრალების გაჩენა მდინარეების ჭოროხებს წააგავს – ადგილებს, სადაც მდინარის ნაკადი ძლიერდება და მიედინება ციცაბო და ვიწრო უბანზე. მსგავსად ყინულის ზედაპირზე, როცა იძვრება და ცურდება ვიწრო და ციცაბო ხეობებში, ნაპრალები ჩნდება.

პირველ ფოტოზე ჩანს როგორ მიცურავს ყინული მყინვარ გეორგ VI–ის სამხრეთ ნაწილისკენ. ზედაპირზე ჩანს ნაპრალები, რომლებიც არც ისეთი ღრმაა, როგორც ნახევარკუნძულის სხვა უბნებში.

მეორე ფოტოზე ჩანს ნაპრალებით ძლიერად დასერილი მყინვარი, რომლის სიგრძე 21 კილომეტრია, სიგანე კი – 11 კილომეტრი. ეს მყინვარი დასავლეთისკენ მოძრაობს – დრეიკის პლატოდან გეორგ VI-ის ყურისკენ.

მესამე ფოტოზე ჩანს მყინვარი ძალიან ღრმა ნაპრალებით, რომელიც ასევე გეორგ VI-ის ყურისკენ მიცურავს.

ფოტოები იმას ადასტურებენ, რომ ანტარქტიდის ნახევარკუნძულის სამხრეთით ყინულები თანდათანობით ოკეანისკენ მოძრაობენ.

კვლევა ასევე ადასტურებს, რომ ყველაზე სწრაფად ყინულის საფარი ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში მცირდება. კერძოდ, ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მყინვარები იშლება და ზღვისკენ მოძრაობენ.

მისია აუცილებელია იმის შესასწავლად, თუ რამდენად აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე გრენლანდიის და ანტარქტიდის ყინულების დადნობის შემთხვევაში. თუ რამდენად ძლიერი იქნება ამ მოვლენის გავლენა გლობალურ დათბობაზე.

1

7834f648d63d519d4175767491b99d4c

2

fa8072bf42c7cb71bcd6101a70502282

3

911f6d5eff68632dadfe4b635ce22244

Leave a comment

Your email address will not be published.


*