როგორ მუშაობს შავი ხვრელი: ვიდეო

NASA-ში იდუმალი კოსმოსური ობიექტის მომნუსხველი ვიზუალიზაცია შექმნეს.

პირველად ისტორიაში შექმნილი შავი ხვრელის ჰორიზონტის მოვლენების ამსახველი გამოსახულება, ნამდვილ სამეცნიერო გარღვევად იქცა. მაგრამ ეს რთული გასაკეთებელი იყო და მიღებული გამოსახულება შედარებით დაბალი ხარისხის აღმოჩნდა.

მაგრამ ტექნოლოგიები ვითარდება და სრულყოფილდება და შავი ხვრელების მომავალი გამოსახულებები უფრო გაუმჯობესდება. ხოლო NASA-ს ახალი ვიზუალიზაცია გვიჩვენებს, რომ ჩვენ შევძლებთ უმაღლესი ხარისხის გამოსახულების მიღებას, რომელზეც ზემასიური შავი ხვრელის აქტივობა იქნება გადაღებული.

სიმულაციაზე ჩვენ ცენტრში შავ წრეს ვხედავთ. ეს მოვლენების ჰორიზონტია – წერტილი, რომელშიც ელექტრომაგნიტური გამოსხივება (სინათლე, რადიოტალღები, რენტგენის სხივები) უკვე არასაკმარისად სწრაფია იმისთვის, რომ შავი ხვრელის გრავიტაციული მიზიდულობიდან გამოვიდეს.

მოვლენების ჰორიზონტის ირგვლივ ჩანს სინათლის იდეალური წრე – ფოტონის წრე. ეს სინათლე სინამდვილეში, შავი ხვრელის უკან მდებარე აკრეციული დისკოდან გამოდის, მაგრამ გრავიტაცია იმდენად ინტენსიურია, რომ ახდენს სივრცის და დროის დეფორმირებას და შავი ხვრელის ირგვლივ სინათლის გზას ამრუდებს.

ასევე ჩანს, რომ აკრეციული დისკოს ერთი მხარე უფრო ნათელია, ვიდრე მეორე. ამ ეფექტს რელატივური გამოსხივება ჰქვია და დისკოს ბრუნვით არის გამოწვეული. დისკოს ის ნაწილი, რომელიც ჩვენსკენ მოძრაობს უფრო მკვეთრია, რადგან სინათლის სიჩქარით მოძრაობს. მოძრაობა იწვევს სინათლის ტალღის სიგრძეზე სიხშირის ცვლილებას. ამას დოპლერის ეფექტი ეწოდება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*