როგორ ჟღერდა ძველი ბერძნული მუსიკა

ანტიკური დროიდან ჩვენამდე მოღწეული უამრავი ტექსტი და გამოსახულება მუსიკის მნიშვნელობაზე მეტყველებს. მაგრამ მხოლოდ ახლახანს შეძლეს მეცნიერებმა მისი ჟღერადობის აღდგენა.

ძნელია ძველბერძნული კულტურის წარმოდგენა მუსიკის გარეშე. ის მისი განუყოფელი ნაწილი იყო: მუსიკაზე იყო დაფუძნებული ჰომეროსის პოემები და სხვა ანტიკური ავტორების ქმნილებები. თეატრალური წარმოდგენები ცეკვის გარეშე არ ტარდებოდა. მაგრამ აქამდე ძველი ბერძნული მუსიკა საიდუმლოდ რჩებოდა: მიუხედავად ტექსტებში მოხსენიებული მრავალი ფაქტისა, მუსიკათმცოდნეებისთვის მრავალი მათგანი ამოუხსნელი და გაუგებარი იყო. შემორჩენილი იყო ზოგიერთი ანტიკური ნაწარმოების ნოტებიც კი, მაგრამ მუსიკოსებმა ისინი ვერ გაშიფრეს. ყველა მცდელობა კაკაფონიას ემსგავსებოდა.

უამრავ კითხვას ბადებდა ევრიპიდეს ტრაგედიის “ორესტეს” მუსიკალური ფრაგმენტი ქოროს პარტიიდან. ძვ. წ. 408 წელს შექმნილი ეს ნაწარმოები 1892 წელს აღმოაჩინეს. კლასიკოს მუსიკოსებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ მეოთხედი ტონის ინტერვალების დაკვრა.

პასუხი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა არმან დანგურმა მოძებნა. ძველი ბერძნული სანოტო ჩანაწერების შესწავლისას და მათი თანამედროვე მნიშვნელობებთან შედარების დროს, მან ივარაუდა: ძველი ბერძნები მუსიკალურ ნაწარმოებებში სიტყვის მნიშვნელობას მელოდიურ ფორმას აძლევდნენ, თითქოს პარტიტურაში “ხატავდნენ” სიტყვებს ნოტების საშუალებით. შედეგად, ტონი და რითმი დამოკიდებული იყო შემსრულებლის არტისტიზმზე და პოეტურ ტექსტზე. მაგალითად, სიტყვებზე “ტირილი” ან “მწუხარება” კადენცია დაღმავალი იყო, ხოლო აღმასვლების და გამარჯვების აღსანიშნავად – აღმავალი. ამ ჰიპოთეზამ ევრიპიდეს ტრაგედიიდან ქოროს ჟღერადობის რეკონსტრუქციის საშუალება მისცა მუსიკოსებს.

სამეცნიერო მუშაობის მეორე ეტაპზე დანგურმა შეძლო რამდენიმე ავლოსის აღდგენა – მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ჰობოის ჰგავს.

მეცნიერი ამბობს, რომ ამ პრინციპით შესრულებული ანტიკური ნაწარმოებები ძალიან არ განსხვავდება ჩვენთვის ჩვეული ოპერებისგან. ეს ნიშნავს, რომ კლასიკური დასავლური მუსიკის ისტორია იწყება არა IX საუკუნის გრიგორიანული საგალობლებიდან, არამედ ძველბერძნული ანტიკური დროიდან.

Leave a comment

Your email address will not be published.


*