როგორ უწოდეს აინშტაინს ინდიელებმა “დიადი ფარდობითობა”

1931 წლის კალიფორნიის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ალბერტ აინშტაინი აშშ–ში, თავის საუნივერსიტეტო კამპუსში მიიწვია. ამერიკელებს იმედი ჰქონდათ, რომ საბოლოო ჯამში მეცნიერი მათ ფაკულტეტს შეუერთდებოდა. თებერვალში აინშტაინი დიდ კანიონს ცოლთან ერთად ესტუმრა, არიზონას შტატში. ადგილობრივი გაზეთები იუწყებოდნენ, რომ ჰოპის ტომის ინდიელებმა მეცნიერს “დიადი ფარდობითობა” უწოდეს; გამოაქვეყნეს ფოტოც – აინშტაინი და მისი მეუღლე ელზა რამდენიმე ჰოპისთან ერთად.

ინდიელებისთვის ეს მოსაწყენი ყოველდღიურობა იყო – ძალიან საეჭვოა, დიდ მეცნიერზე რამე სმენოდათ. მათთვის ის კიდევ ერთი თეთრკანიანი იყო, თავის სკვოსთან ერთად. სურათზე აინშტაინი გაუთვითცნიბიერებელი ტურისტის როლშია, ქუდი, რომელიც მას ახურავს და ჩიბუხიც მის ხელში, საერთოდაც, ჰოპის კი არ ეკუთვნის, არამედ დიდი ვაკეების ინდიელთა ერთ–ერთ ტომს. სავარაუდოდ, აინშტაინისთვის ეფექტური მეტსახელის მოგონებაც ჰოპის ინდიელებს მასპინძლებმა ჩააგონეს. იქვე იდგა “ჰოპის სახლი” – საგამოფენო ცენტრის მსგავსი დაწესებულება, სადაც ინდიელები თავის ნაკეთობებს ჰყიდდნენ და ცოცხალი ექსპონანტების როლს თამაშობდნენ. მეცნიერის დახმარებით მეწარმეები, სავარაუდოდ, ტურისტების დაინტერესებასაც ცდილობდნენ.

ამ ისტორიას საინტერესო ფინალი აქვს. როცა აინშტაინი ამერიკიდან მიემგზავრებოდა, მან უარი თქვა გვარნერის ვიოლინოზე, ინდიელთა ტომის სუვენირები კი თან წაიღო. ჩანს, რომ მას ნივთების ობიექტური ღირებულება კი არა, არამედ მათი “ფარდობითი ღირებულება” აინტერესებდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*