როგორ შეუწყო ხელი დიდთვალება ოთხფეხამ მხედველობის ევოლუციის შესწავლას ხელი

პარმასტეგები – დევონური თევზებიდან პირველი სახმელეთოებამდე გარდამავალი ფორმაა. მათი შესწავლა მეცნიერებს ხელს უწყობს ხერხემლიანების ხმელეთზე ამოსვლის ევოლუციის გარკვევაში.

ინგლისური “google” სიტყვასიტყვით “თვალების გადმოკარკვლას” ნიშნავს. ეს ჩვენ, ჯერ კიდევ დევონურ პერიოდში ვისწავლეთ. ხმელეთზე ამოსვლისთვის საჭირო იყო არა მარტო ჰაერზე სასუნთქი ორგანოების შეძენა და მრავალთითა საყრდენი კიდურები, არამედ ბინოკულარული მხედველობისთვის ვარგისი თვალებიც.

იმ დროიდან ჩვენ ცოტა რამე შეგვეცვალა. დევონური თევზების და პირველი სახმელეთო ხერხემლიანების თვალის ბუდეების დიამეტრის გაზომვამ აჩვენა, რომ ხმელეთზე ამოსვლის დროს ამ არსებების თვალის ზომა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. ამასთან, მიმოხილვის სივრცის ფართობი მილიონჯერ იზრდება. ეს წყალში დიდად მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ხმელეთზე ნადავლის მოპოვებისას უზარმაზარ უპირატესობას იძლევა.

მომავალი ხმელეთის ბინადრების ორგანოების ეს გარდაქმნა, ჯერ კიდევ წყალსატევებში მოხდა. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბინოკულარული მხედველობაც ადრე წარმოიშვა. ყველა კომპონენტით გარდამავალი ფორმა ახლახანს აღმოაჩინეს სამხრეთ ტიმანში.

Parmastega aelidae 380-370 მილიონი წლის წინ ბინადრობდა სამხრეთ ტიმანში (ახლანდელი კომის რესპუბლიკა). პარმასტეგა უზარმაზარ თვალებიანი მაღალი თავის ქალით გამოირჩეოდა. თვალები ნიანგის მსგავსად, პირდაპირ მხედველი ჰქონდა. თუმცა ამ არსების ნესტოები წყალქვეშ რჩებოდა, როცა ის წყლის ზედაპირზე ამოდიოდა. ე.ი. ისინი წყლის ნაკადისთვის გამოიყენებოდა და არა ჰაერისთვის.

როგორც მეცნიერები თვლიან, პარმასტეგა რთული ევოლუციური პროცესების შესასწავლად ნამდვილი საგანძურია. ჩვენმა თვალებმა გრძელი ევოლუციური გზა გაიარეს და ძირითადად წყლიან გარემოში ვითარდებოდნენ: თუნდაც ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თვალებს და მათ გამოშრობის საშუალება არ უნდა მივცეთ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*