როგორ ჩავიხედოთ ძველეგვიპტური კატის მუმიის შიგნით

რეალობის აღსადგენად მეცნიერები 3D მოდელირებას იყენებენ.

წარსულში ეგვიპტური მუმიების შესწავლისთვის მეცნიერები მათ ხსნიდნენ. ეს ხშირად მათ დაზიანებას იწვევდა – მექანიკური შეხებით ან ჰაერთან კონტაქტში ათასწლოვანი ქსოვილები შეიძლება დაიშალოს. ახალი ტექნოლოგიები კი, ყველა მონაცემის მიღების საშუალებას იძლევა, ყოველგვარი დაზიანების გარეშე.

ეს მეთოდი ძველეგვიპტური კატის მუმიის ნიმუშზე, ფრანგმა სპეციალისტებმა გვიჩვენეს. მუმია გასული საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს. მისი ასაკი 2500 წელია. ამჟამად მუმია რენას მუზეუმის ექსპონატია.

თავდაპირველად მუმიას კომპიუტერული ტომოგრაფიის და სამედიცინო ვიზუალიზაციის ტექნიკის საშუალებით სკანირება გაუკეთეს.

მონაცემების დამუშავების შემდეგ, მეცნიერებმა 3D მოდელი შექმნეს. მათ მაშინვე სიურპრიზი ელოდათ: იქ, სადაც ცხოველის თავის ქალა უნდა ყოფილიყო, ქსოვილისგან ბურთულა დახვდათ. კატას აკლდა რამდენიმე მალა და ნეკნი. სამაგიეროდ იყო ხუთი უკანა თათი და სამი კუდი.

“ჩვენ ველოდით ერთ კატას და არა რამდენიმეს. მაგრამ ეს არც თუ ისე იშვიათია: ცნობილია მრავალი მუმია, რომლებიც საერთოდ ცარიელია ან რამდენიმე ძვალს შეიცავს – რენას მუმია ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა” – აღნიშნა მეცნიერმა თეოფან ნიკოლასმა.

ცალსახა ახსნა ამ ფაქტს არ აქვს. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეს ძველი ოსტატების არაკეთლსინდისიერი ნაშრომია, ზოგიერთი კი თვლის, რომ ეს იმ დროისთვის მუმიფიკაციის პრაქტიკაში დაშვებული მეთოდია.

ექსპონატი მუზეუმშია გამოფენილი და მნახველებს საშუალება აქვთ სპეციალური სათვალით მუმიის შიგთავსი დაათვალიერონ.

45c312370cd044469fa1b578316ab1dd.max-2000x1000

f472241bd096460e875c57f439b2eb0b.max-2000x1000

7414e032ff0249c4ba16a1e0da73fcc3.max-2000x1000

77765352d8444e92906f5583cf485e67.max-2000x1000

cd3f1590876d44f2aefc54ce73e5693e.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*