როგორ ჩანს დედამიწა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

NASA-ს არქივიდან აღებული ათასობით ფოტოგრაფია გაერთიანებულია ერთ ვიდეოში, რომელიც გვიჩვენებს დედამიწას საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტიდან. 4 წუთიან ვიდეორგოლს სახელად “ISS Symphony” უწოდეს.

NASA-ს საიტზე მაღალი ხარისხის ასი ათასობით ფოტოგრაფია დევს. ისინი კაცობრიობას კოსმოსის ათვისების ისტორიას აცნობენ. ბლოგერმა და მოგზაურმა დიმიტრი პისანკომ ისინი ერთ პატარა ფილმში გააერთიანა და ჩვენი პლანეტა უჩვეულო რაკურსით გვიჩვენა.

ვიდეოს ყურება რეკომენდირებულია 4K ფორმატის დიდ ეკრანებზე. მუსიკალური ფონი მას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*