როდის დაიწყეს ქალებმა პირველად ტატუს გაკეთება

ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ჰებელეინის მუმიები შესასწავლად უზარმაზარ მასალას შეიცავენ. ერთ–ერთი საინტერესო ასპექტი ტატუებია, რომლებიც საშუალებას იძლევიან, უფრო მეტი რამ შევიტყოთ ძველი ეგვიპტელების ცხოვრების შესახებ.

1900 წელს ბრიტანეთის მუზეუმს გადაეცა ექვსი მუმია და საგნები, რომლებსაც სახელწოდება ძველი ეგვიპტური ქალაქის ჰებელეინის მდებარეობის გამო ეწოდათ. მუმიები გვიან დინასტიებამდე პერიოდს განეკუთვნებიან (3400 ძვ. წ.–მდე). ყველა სხეული ემბრიონის პოზაშია დაკრძალული. მუმიფიცირება ბუნებრივად მოხდა: ისინი გახურებულმა ქვიშამ გამოაშრო. ეს მეთოდი მუმიფიკაციის ტექნოლოგიის განვითარებამდე გამოიყენებოდა.

ორი მუმია მამაკაცისაა, ერთი – ქალის. დანარჩენი მუმიების სქესი დაუდგენელია. ერთ–ერთ მამაკაცს წითური თმები ჰქონდა. ის მოკლულია 18–21 წლის ასაკში. მის ზურგზე ჭრილობაა აღმოჩენილი.

კომპიუტერული ტომოგრაფიით და ინფრაწითელი სპექტროსკოპიით მუმიის სხეულზე არსებული მუქი ლაქები შეისწავლეს. ისინი ტატუები აღმოჩდნენ. ტატუები ზედაპირული არ არის – საღებავის ფენა კანში ღრმად არის შესული.

მამაკაცის მხარზე რქოსანი ცხოველებია გამოსახული, ხოლო ქალის ხელები S–ის მსგავსი ხაზებით არის შემკული. მსგავსი ნახატები დინასტიამდელი პერიოდის კერამიკულ ჭურჭელზეა გამოსახული. ჭურჭელი რელიგიურ რიტუალებში გამოიყენებოდა და მფლობელის მაღალ სტატუსზე და ძალაზე მიუთითებდა.

ადამიანები სხეულზე უძველესი დროიდან იკეთებდნენ ტატუებს: ნეოლითის პერიოდიდან აღმოჩენილია ტატუირებული ადამიანების სტატუეტები, საღებავები და საჭირო ინსტრუმენტები. ალპებში აღმოჩენილი “ყინულის ადამიანი” ეტცის ტატუები 5370–5100 წლის წინანდელია და ისტორიაში უძველესად ითვლება. ქალებს შორის კი პირველობა ჰებელეინის სამარხის ქალის მუმიას ეკუთვნის.

75c49e9a9f108f9d931f0531c46f5eea

661bb22cc113272ea2facb300ae8a630

d6e4a318648b1467309a0bac521fab42

d7b54d082a10f707a3bf21f34f40adac

edc4d47468d1ae7a9425a1e99468a94b

Leave a comment

Your email address will not be published.


*