როდის და როგორ კვდებოდნენ რომის იმპერიის იმპერატორები? მეცნიერებმა საინტერესო კანონზომიერება გამოიყვანეს

ბევრ მათგანს არ გაუმართლა – ისინი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილან.

სან-პაულუს უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევარებმა რომაელი იმპერატორების მმართველობის ძირითადი მათემატიკური კანონზომიერებები შეისწავლეს. მათ აჩვენეს, რომ ეს კანონზომიერებები ხარისხობრივ კანონს შეესაბამებიან.

ხარისხობრივი კანონი – ეს არის ორ სიდიდეს შორის ფუნქციონალური დამოკიდებულება, რომლის დროსაც ერთი სიდიდის ცვლილება მეორე სიდიდის პროპორციულ ცვლილებას იწვევს და ეს ცვლილება არ არის დამოკიდებული სიდიდეების საწყის მნიშვნელობაზე.

კვლევის ხელმძღვანელის, როდრიგესის აზრით, მრავალი მოვლენა სულაც არ არის შემთხვევითი და ისინი რთულ სისტემებთან არიან დაკავშირებული: მთვარის კრატერების ზომები, მიწისძვრების მაგნიტუდები, ტექსტებში სიტყვების გამეორების სიხშირე, კომპანიების საბაზრო ღირებულება და სოციალურ ქსელებში გამომწერების რაოდენობაც კი.

ყველა ამ მოვლენაში აღმოჩენილია ცნობილი “პატეროს პრინციპის” მსგავსი კანონზომიერება, იგივე 80/20 წესი. მაგალითად, მთვარის პატარა კრატერების 80%-ზე მოდის დიდი კრატერების 20%. სოციალურ ქსელებში 80% მომხმარებელს ჰყავს რამდენიმე ასეულზე მეტი გამომწერი, ხოლო 20%-ს – ათასობით და მილიონობითაც კი. რიცხვები 80 და 20 მიახლოებითი მნიშვნელობებია.

რაც შეეხება რომის იმპერატორებს, აქ მათი ბუნებრივი სიკვდილი ნაკლებ სავარაუდო სიდიდედ გვევლინება, რადგან მათი მკვლელობები ძალიან ხშირად ხდებოდა.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ 69-დან მხოლოდ 17 იმპერატორი მოკვდა თავისი სიკვდილით. ეს მოიცავს პერიოდს პირველი იმპერატორიდან, ავგუსტუსიდან (ძვ.წ. 14 წ.) ფეოდოსიმდე, რომელიც ძვ.წ. 395 წელს მოკვდა. დანარჩენები ან მოკლეს შეთქმულებმა, ან თავი მოიკლეს ანდა ბრძოლაში დაიღუპნენ.

თუ წესი 80/20 კარგად ცნობილი კანონზომიერებაა, მაშინ იმპერატორების 13 წლიანი მმართველობის შემდეგ მრუდის მკვეთრი ვარდნა ახალ აღმოჩენას წარმოადგენს.

შესაძლოა, 13 წლიანი ციკლის შემდეგ, იმპერატორების მოწინააღმდეგეები ტახტზე ასვლის შანსების დაკარგვას ხედავდნენ. ჩნდებოდნენ ახალი მოწინააღმდეგეები ან ძველები აქტიურდებოდნენ. კრიზისი მწიფდებოდა ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით. კრიზისის გასვლის შემდეგ, იმპერატორის მკვლელობის რისკი კვლავ ეცემოდა.

ისტორიული ფორმაციები რთულ სისტემებს წარმოადგენენ, სადაც მოთამაშეები თანამშრომლობენ, ურთიერთქმედებენ ან ეჯიბრებიან ერთმანეთს ძალაუფლებისთვის. ცალკეული ადამიანის მოულოდნელმა ქმედებამ შესაძლოა კოლექტიური ქმედების მოსალოდნელი მოდელი გამოიწვიოს, რომლის გამოთვლაც მათემატიკურად არის შესაძლებელი.

თუ მხედველობაში ვიქონიებთ ყველა 175 რომაელ იმპერატორს, მათ შორის, ბიზანტიის მმართველებსაც, მათი შანსი, რომ ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყვნენ 30%-ს არ აღემატება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*