როდის მიუახლოვდება დედამიწა მარსს

დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ ხდება მარსის და დედამიწის დაპირისპირება: დედამიწა ზუსტად წითელ პლანეტასა და მზეს შორის განთავსდება. ამ დროს მარსი ყველაზე მკაფიოდ ჩანს ცაზე.

მარსი დედამიწაზე 1,5–ჯერ შორს მდებარეობს მზისგან. მზის გარშემო შემოვლას იგი 687 დედამიწის დღე–ღამეს ანდომებს. ამის შედეგად, ორივე პლანეტა მზის საპირისპირო მხარეს განლაგდება ხოლმე, ხანდახან კი მინიმალურ მანძილზე უახლოვდებიან ერთმანეთს.

მარსის დაპირისპირება ყოველი 26 თვის შემდეგ ხდება, ამასთან, 15–17 წელიწადში მას “დიდ დაპირისპირებას” უწოდებენ: ამ დროს დედამიწამდე მანძილი 60 მილიონ კილომეტრს შეადგენს. უახლოესი “დიდი დაპირისპირება” მოხდება 2018 წლის 27 ივლისს. 2016 წლის 22 მაისს წითელი პლანეტა დედამიწას 76 მილიონ კილომეტრამდე მიუახლოვდა. ეს მოვლენა 12 ივნისამდე გაგრძელდება. მარსის დანახვა მკაფიოდ და ადვილად არის შესაძლებელი.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*