რომაელთა საწოვარა ჩვილებისთვის

ელინისტური ეპოქის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქის, პარიონის გათხრებისას, თურქეთის ჩანაქყალეს პროვინციაში, მიაკვლიეს 2000 წლის თიხის ჭურჭელს, რომელსაც ჩვილებისთვის იყენებდნენ.

ბავშვის სამარხში აღმოჩენილ ჭურჭელს ცალი სახელური და წვრილი ყელი აქვს, რომელიც საწოვარას ჰგავს.

ჰასან კასაპოღლუ, ათათურქის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი: “ბავშვის ბოთლს რომაულ ეპოქაში გამომწვარი თიხისგან ამზადებდნენ. ასეთი ჭურჭელი ბავშვების სამარხებში ადრეც გვინახავს. ძირითადად ადრერომაული ხანის შრეებში. მათ ხშირად ტოვებდნენ ბავშვის სამარხში, როგორც საჩუქარს გარდაცვლილისთვის”.

თიხის ბოთლების ტევადობა 100 მილილიტრია და გვხვდება სხვადასხვა ფორმის. პარიონის ნანგრევები ქემერის ახლოს მდებარეობს. გათხრები მთელი ძველი ქალაქის ტერიტრორიაზე მიმდინარეობს.

საწოვარას პოვნამდე ორი კვირით ადრე, პარიონში პატარების სათამაშოებიც იპოვეს

Leave a comment

Your email address will not be published.


*