რომაული მონეტები რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულებისაა

მილანთან ახლოს, ქალაქ კომოში, ყოფილი კრესონის თეატრის საფუძველში ძველი რომაული მონეტები აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა განძი შენობის სარდაფში, ურნაში იპოვეს. მათი თქმით, მონეტები V საუკუნით თარიღდება და რომის იმპერიის გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება, როცა ის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად იყოფოდა.

“ჩვენ ჯერ არ ვიცით მონეტების ისტორიული და კულტურული ღირებულება, მაგრამ ეს ტერიტორია ნამდვილი საგანძურია ჩვენი არქეოლოგიისთვის”, – განაცხადა იტალიის კულტურის მინისტრმა ალბერტო ბონისოლიმ.

იტალიური მედიის ცნობით კი, ურნაში ნაპოვნი 300–მდე მონეტის ფასი რამდენიმე მილიონი ევროა.

კრესონის თეატრი 1870 წელს გაიხსნა, მოგვიანებით კი კინოდარბაზად გადაკეთდა და 1997 წლამდე მოქმედებდა. რამდენიმე წლის წინ გადაწყდა მისი დემონტაჟი და ამ ტერიტორიაზე ფეშენებელური რეზიდენციის მშენებლობს.

მედიის ცნობით, ამ აღმოჩენის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება ყოფილი თეატრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელებას გეგმავს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*