რომის ცენტრში აღმოჩენილია 2000 წლის ოთახი

მუშებმა, ვია rome-underground1_3509940bალფონსო ლამორაში, რომის ცენტრში გაზსადენის დაყენებისას 2000 წლის ოთახი აღმოაჩინეს. თავდაპირველად მათ წყალსადენი ეგონათ.

ოთახი ბათქაშით იყო შელესილი და გაფორმებული იყო ფრესკებით. სავარაუდოდ ეს ოთახი რომელიმე სახლს ეკუთვნოდა. ადგილობრივად ამ ადგილს Horti Lamiani ან ლამიანის ბაღები ჰქვია. ეს ბაღები საბოლოოდ გახდა იმპერიული სიმდიდრე. წლების განმავლობაში აქ ნაპოვნია უამრავი ქანდაკება, ფრესკები და მრავალი სხვა არტეფაქტი. დღეს აქ განთავსებულია ქალაქის მუზეუმი.

“ქუჩის ქვეშ ოთახის პოვნა ძალიან იშვიათია” – განაცხადა არქეოლოგმა მირელა სერლორენციმ. “საგზაო სამუშაოებისას ჩვენი არქეოლოგიური აღმოჩენები დაახლოებით 50–60%–ს შეადგენს” – დაამატა მან.

archaeology.org–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*