რუსი გენერლის, ტოტლებენის მოქმედება საქართველოში და რუსეთის გეგმების გამჟღავნება

Curt_Heinrich_von_Tottleben

გოტლობ კურტ ჰეინრიხ გრაფ ფონ ტოტლებენი

რუსეთიდან საქართველოში თურქთა წინააღმდეგ გამოგზავნილ სამხედრო შენაერთს გენერალი ტოტლებენი მეთაურობდა. მას ცენტრიდან მითითებული ჰქონდა, რომ იმერეთის ტერიტორიიდან უნდა ემოქმედა, ქართულ ლაშქართან ერთად თურქული ნაწილები შეევიწროებინა და გარკვეული ტერიტორიებიც (იმერეთის ციხეები და სხვა) გაეთავისუფლებინა.

ერეკლემ რაღაც საშუალებებით, უცნობია, როგორ, მოახერხა დაეყოლიებინა რუსი გენერალი, რომ გადაეხვია მიღებული გეგმისათვის, ქართველ ნაწილებთან ერთად, ახალციხის მიმართულებით განევითარებინა შეტევა და ეს რეგიონი დაეკავებინა.

1769 წლის 26 სექტემბერს 480 კაციანი რაზმით ტოტლებენი იმერეთში გადავიდა, სოლომონს შეხვდა და მასთან ერთად შორაპანის ციხისკენ გაეშურა. მაგრამ იმერეთის საზღვარზე შექმნილი გართულებების გამო, სოლომონი ლაშქრით იძულებული შეიქმნა, შორაპნის ალყა მოეხსნა. ამით ისარგებლა რუსმა გენერალმა, 13 ოქტომბერს ალყა მიატოვა და 29 ოქტომბერს ცხინვალში ჩავიდა, რათა ახალციხის მიმართულებით ლაშქრობისათვის მომზადებულიყო. 1770 წლის 3 თებერვალს რუსებმა დამხმარე ძალები მიიღეს და მათი რაოდენობა 1228 მებრძოლამდე გაიზარდა. მარტისთვის შეხვედრის ადგილზე ქართული ჯარიც გამოცხადდა. 17 აპრილს მოკავშირეთა ჯარები აწყურთან იყვნენ. იქ გამოირკვა, რომ ერეკლეს და გენერლის გეგმები არ ემთხვეოდნენ. გენერალი პირდაპირ შეტევას ითხოვდა, ერეკლე თვლიდა, რომ ჯობდა, ქალაქისთვის გვერდი აევლოთ, ალყაში მოექციათ და შემდეგ შეეტიათ. ტოტლებენმა თავისი გაიტანა. 17 აპრილს ჯარები აწყურს მიადგნენ, 2 დღის ბრძოლის შემდეგ გენერალმა ქალაქი მიატოვა და ჯარით უკან გამობრუნდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*