რქოსანი ზული: ანკილოზავრი მონტანადან

ზული, ანუ სამეცნიერო Zuul crurivastator, ცარცული პერიოდის ჯავშნიანი დინოზავრების ახალი სახეობაა. მას კომბალივით კუდი ჰქონდა, რომლითაც ტირანოზავრის წაქცევა შეეძლო.

მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ნამარხი ზული კარგად და უფრო სრულად შემორჩენილი ანკილოზავრია – ძვლოვანი ჯავშნიანი დინოზავრი მძლავრი კუდით. ეს სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაშია აღმოჩენილი.

ზული შესანიშნავად შემოინახა: ძვლოვანი ფარები პირდაპირ ტყავზეა შერჩენილი. შეინიშნება რბილი ქსოვილის კვალიც კი. გვერდზე სხვა დინოზავრებთან ბრძოლის დროს მიღებული იარები შეიმჩნევა. “ამაზე ვერავინ ვერც კი იოცნებებდა” – აღნიშნა ონტარიოს სამეფო მუზეუმის პალეონტოლოგმა დევიდ ევანსმა.

პრეპარატორები რამდენიმე წლის მანძილზე ასუფთავებდნენ ზულის ძვლებს ქანებისგან.

ბალახისმჭამელი დინოზავრი, რომელიც ტანკს ჰგავს, 76 მილიონი წლის წინ დაიღუპა. მისი ნაშთები უძველეს ზღვის შენაკადთან, თანამედროვე მონტანას ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. წყლით გაბერილი ლეში მდინარეში აღმოჩნდა, ჩაიხერგა და ბოლოს ქვიშაში ჩაიმარხა. იგი აქ 2014 წლამდე ხელუხლებლად შემოინახა. 2016 წელს ონტარიოს სამეფო მუზეუმმა ჩონჩხი მიიღო და მასზე უკვე პროფესიონალები მუშაობენ.

სიგრძე – 6 მეტრი
მასა – 1,3–დან 3,6 ტონამდე
ადგილმდებარეობა – აშშ, მონტანას შტატი
ასაკი – 76 მილიონი წელი

ზულის მსგავს ანკილოზავრებს მძლავრი კუდები ჰქონდათ, რომლებიც ევოლუციის შედეგად 100–90 მილიონი წლის წინ ძვლოვანი წანაზარდებით დაფარულ კომბლად იქცა. ზოგიერთ სახეობას ეს წანაზარდები ნახევარი მეტრის სიგანის ჰქონდა. ზულის ეკლებიანი კუდი სიგრძეში 2 მეტრს აღწევდა. ის ხვლიკს მტაცებელი დინოზავრებისგან თავდაცვაში ეხმარებოდა. სწორედ ამ მრისხანე იარაღის გამო შეარქვეს ევანსმა და მისმა კოლეგამ ვიქტორია არბორმა დინოზავრის ამ სახეობას crurivastator, რაც ლათინურად “წვივების გამანადგურებელს” ნიშნავს.

“იგი იდეალურად შემოინახა! უბრალოდ საოცარია! წარმოდგენაც კი ძნელია, რამდენად ძნელია მისი კუდი და რამდენად ბასრია წანაზარდები” – ამბობს ბრიტანული კოლუმბიის სამეფო მუზეუმის პალეონტოლოგიის განყოფილების კურატორი ვიქტორია არბორი.

ფოტოზე ზულის თვალის ბუდეების გარშემო მსხვილი რქებისმაგვარი ფარები შეიმჩნევა. სწორედ მათ გამო დაერქვა მას ეს სახელი – რქოსანი ზული. მაგრამ ეს დინოზავრი მტაცებელი და სისხლის მოყვარული არ იყო. ის თავის ღონიერ ყბებს მხოლოდ მხოლოდ რბილი მცენარეების შესაგროვებლად იყენებდა.

2d021ad1ab9458307cc332436a199538

de883b8165860c772d671732be3e6e18

cd1c4d779d013590b935ac120e5cbbaa

Leave a comment

Your email address will not be published.


*