საბერძნეთში აღმოჩენილია არისტოტელეს სამარხი

ბერძენი არქეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ აღმოაჩინეს არისტოტელეს სამარხი. გათხრები ძველი ბერძენი ფილოსოფოსის სამშობლოში 20 წელი მიმდინარეობდა.

a087f8b3af0bc7f353978c77ac351855

არისტოტელე

არისტოტელე ძველი დროის ყველაზე მნიშვნელოვან მოაზროვნედ ითვლება. მან პირველმა შექმნა ფილოსოფიის ყოველმხრივი სისტემა, რომელმაც მოიცვა კაცობრიობის განვითარების ყველა სფერო: სოციოლოგია, პოლიტიკა, ლოგიკა, ფიზიკა. ფილოსოფოსი ძვ. წ. 384 წელს დაიბადა უძველეს სტაგირაში (დღევანდელი ქალაქი ოლიმპიადა ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე. იგი გარდაიცვალა ძვ. წ. 322 წელს კუნძულ ევბეაზე. მისი დასაფლავების ადგილი უცნობია, მაგრამ ყველა არქეოლოგი მას ეძებდა ევბეაზე, ქალაქ ქალკისის რაიონში, სადაც ფილოსოფოსმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წელი გაატარა.

ერთი სამეცნიერო ჯგუფი სხვა თეორიას ემხრობოდა: მეცნიერები თვლიდნენ, რომ ფილოსოფოსის ნეშთი სიკვდილის შემდეგ მის სამშობლოში გადაასვენეს. გათხრები 1996 წლიდან მიმდინარეობდა. ახლა კონფერენციის “არისტოტელე – 2400 წელი”–ს ფარგლებში, რომელიც სალონიკში მიმდინარეობს, ექსპედიციის ერთ–ერთმა მონაწილემ, კოსტას სისმანიდისმა ოცწლიანი შრომის შედეგები წარმოადგინა.

სტაგირას ჩრდილოეთ გარეუბანში ბორცვის ფერდობზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს 10 მეტრის სიმაღლის სამარხი მარმარილოს იატაკით. იგი აშენებულია გვიანი რომაული ეპოქის სტილში. გარედან განთავსებულია საკურთხეველი და კვადრატული ფორმის მოედანი. ზუსტად ასე იყო აღწერილი არისტოტელეს დასაფლავების ადგილი უძველეს წყაროებში.

სხვა აღმოჩენებს შორის არის კერამიკა სამეფო სახელოსნოებიდან, ალექსანდრე მაკედონელის ხანის 50 მონეტა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*