სად გაასამართლეს იესო

Featured image

ველ იერუსალიმში, მუზეუმ “დავითის კოშკის” ტერიტორიაზე, რომელსაც იერუსალიმის ციტადელსაც უწოდებენ, არქეოლოგიური საიტის შესწავლა 15 წლის წინ დაიწყო. მაგრამ ისტორია უცნაურად სულ ახლახანს განვითარდა. მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა ქალაქის ძველ ნაწილში, მიტოვებული ციხის ქვეშგათხრები დაიწყეს.

სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ ეს შენობა საპატიმროს ფუნქციას ასრულებდა ჯერ თურქების, შემდეგ ბრიტანელების მმართველობის პერიოდში. მაგრამ გათხრებისას ისინი რაღაც ექსტრაორდინალურს გადააწყდნენ: ახალი აღთქმის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სცენის – იესოს სასამართლოს ადგილს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რFeatured imageომ ეს ტერიტორია სულ მალე იმ ტურის მარშრუტში ჩაჯდება, რომელსაც მუზეუმი უკეთებს ორგანიზებას. არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი იმიტ რემი ამბობს, რომ ციხე იერუსალიმის თავსატეხის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და მის ისტორიას უნიკალურად და ნათლად აჩვენებს.

ციხის კედლები, სადაც ებრაული წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტები იხდიდნენ სასჯელს, ჯვაროსანთა ეპოქის შრეებსაც შეიცავს, თუმცა მისი საძირკველი და მიწისქვეშა სისტემები მეფე ჰეროდესა და რომის იმპერიის დროინდელია.

ამდენად, ამ ადგილმა შესაძლოა განსაკუთრებული როლი შეიძინოს იმ ერთი მილიონამდე ქრისტიანი პოლიგრამისთვის, ვინც იერუსალიმში ყოველწლიურად ჩადის, რადგან ის იესო ქრისტეს ცხოვრების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს უკავშირდება.

ისკა ჰარანი (ქრისტიანობისა და წმინდა მიწაზე პილიგრიმთა ისტორიის სპეციალისტი): “იმ ქრისტიანებისთვის, ვისთვისაც ისტორიული ფაქტების სიზუსტე მნიშვნელოვანია, ეს მეტად საიმედო დეტალია. სხვებს, ვისთვისაც იერუსალიმში ჩამოსვლა გონების ვარჯიშია, ეს ალბათ ნაკლებად დააინტერესებთ, რადგან ისინი გოლგოთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე საკუთარ ტურნეს ასრულებენ”.

დღეს ქრისტიან პილიგრამთა უმრავლესობა იერუსალიმში ჯვრისა და “მწუხარების გზას” (ლათინურად Via Dolorosa – გზა, რომლითაც ქრისტე გოლგოთაზე ავიდა) იწყებს იმ ადგილიდან, სადაც პილატე პონტოელმა ქრისტე გაასამართლა და სიკვდილი მიუსაჯა და ასრულებს იქ, უფალი ჯვარს აცვეს.

Featured image

“მწუხარების გზა”

ისააკ ჰარანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პილიგრიმებმა დაიწყეს მოგზაურობა წმინდა მიწაზე და ეს საუკუნეების წინ მოხდა, “მწუხარების გზის” მარშრუტი არაერთხელ შეიცვალა. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, ვინ ფლობდა ქალაქს კონკრეტულ პერიოდში და რა მიაჩნდათ პილიგრიმებს მნიშვნელოვნად.

მაგალითად, ბიზანტიურ ეპოქაში “მწუხარების გზა” ძველი იერუსალიმის დასავლეთ ნაწილიდან, დავითის კოშკის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიიდანიწყებოდა. მხოლოდ XIII საუკუნის შემდეგ გადაინაცვლა მარშრუტის საწყისმა წერტილმა ანტონიას ციხესიმაგრესთან (იერუსალიმის ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე ამ ციხესიმაგრეს ეს სახელი ჰეროდემ მიანიჭა). დღეს ის ალ–აქსას მეჩეთისა და ოქროს კლდის გუმბათის შორიახლოს მდებარე სკოლის ტერიტორიაზეა.

იესოს გასამართლების ადგილის თაობაზე ქრისტიან სასულიერო ლიდერებს, ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს შორის დავა დღემდე გრძელდება. კითხვების მიზეზი სახარებისეული ინტერპრეტაციებია, სადაც აღწერილია, როგორ წარდგა იესო ნაზარეველი პილატე პონტოელის წინაშე პრეტორიუმში. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სამხედრო ბანაკში უნდა მომხდარიყო. სხვანი ამბობენ, რომ რომაელი გენერალი ამ დროს მეფე ჰეროდესთან, სასახლეში იმყოფებოდა სტუმრად.

დღეს ისტორიკოსები და არქეოლოგები თანხმდებიან, რომ ჰეროდეს სასახლე ძველი იერუსალიმის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა, სადაც დავითის კოშკი–მუზეუმი და ოტომანთა პერიოდის ციხე დგას.

ჩრდილოეთ კაროლინის შარლოტის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორის, შიმონ გიბსონის თქმით, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ სასამართლო ჰეროდეს სასახლის მიმდებარედ წარიმართა. მეცნიერის განმარტებით, იოანეს სახარებაში აღწერილია, რომ პროცესი კარიბჭესთან ახლოს, რიყის ქვებით მოკირწყლულ ბილიკზე მიმდინარეობდა. ეს დეტალები კი, მიტოვებულ ციხესთან გაკეთებულ არქეოლოგიურ აღმოჩენასზუსტად შეესაბამება.

შიმონ გიბსონი: “რა თქმა უნდა, არ არის წარწერა და მითითება, რომ სასამართლო აქ გაიმართა, მაგრამ არქეოლოგიური, ისტორიული და სახარებისეული აღწერები – ყველაფერი ამ ადგილზე მიანიშნებს”.

ასე რომ, ეს ადგილი საზოგადოებისთვის ღიაა და მალე გაეცემა პასუხი შეკითხვას, იქცევა თუ არა ძველი ციხე ქრისტიან პილიგრამთა კიდევ ერთ, წმინდა ადგილად და შეცვლის თუ არა ეს “მწუხარების გზის” მარშრუტს.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*