სად ვეძებოთ ალმასები

უძველესი დროიდან ლიბერიის მდინარეებს და ნაკადულებს ზედაპირზე ალმასები გამოჰქონდათ. ადამიანები მათ იქ პოულობდნენ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, არავინ იცოდა სად ეძებნათ თვითონ საბადო.

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოლოგმა სტივენ ჰაგერტიმ მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა, ლიბერიის ჩრდილო–დასავლეთით ჯუნგლებში ძიების დროს: პირველად, მან უცნაური მცენარე იპოვა – ეკლებით დაფარული, თუმცა იგი ძალიან წააგავდა პალმას. ჰაგერტის სიტყვებით, ხეები წარმოშობდნენ ხშირ, გაუვალ ადგილებს. ბოტანიკოსებმა ამოიცნეს ეს მცენარე – Pandanus candelabrum. სტივენი ამ ადგილებს თავს არიდებდა, მანამდე, სანამ რამდენიმე სინჯმა არ აჩვენა მცენარეების კავშირი ალმასებთან.

ნიადაგის სინჯებმა დაადასტურეს: ეს პანდანი იზრდება მხოლოდ კიმბერლიტის მილების თავზე – ალმასის მატარებელი გეოლოგიური სხეულების თავზე. ყველა მილში არ არის ალმასები, მაგრამ პანდანები მიუთითებენ იმ ადგილებს, სადაც ამ ძვირფასი ქვების საბადოები არსებობს.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*