“სათამაშო” მელანთევზა ზღვის ფსკერზე: ვიდეო

საზღვაო ბიოლოგებმა, კალიფორნიის სანაპიროებთან, უნიკალური ზღვის ბინადარის გადაღება შეძლეს. მელანთევზა, სახელად წყნარი ოკეანის როსა წყალში ჩაგდებულ სათამაშოს ჰგავს.

თავფეხიანი მოლუსკების ერთი სახეობის სახელწოდებაა წყნარი ოკეანის როსა (Rossia pacifica). ეს სახელი მან ინგლისელი მეზღვაურის ჯონ როსას და მისი ძმისშვილის ჯეიმს კლარკ როსას პატივსაცემად მიიღო. მათ იგი პირველად 1829–1833 წლების პოლარული ექსპედიციის დროს აღწერეს.

20 მეტრიდან 1350 მეტრის სიღრმეზე მობინადრე ცხოველი წყნარ ოკეანეში კორეის ნახევარკუნძულიდან ბერინგის ზღვამდე და იაპონიიდან სამხრეთ კალიფორნიამდე არეალშია გავრცელებული.

წყნარი ოკეანის როსას სხეულის სიგრძე საცეცების გარეშე 15 სანტიმეტრია, მანტიის სიგრძე – 8 სანტიმეტრი. გარეგნულად რვაფეხასა და კალმარს შორის არის. მიეკუთვნება მელანთევზებს. მის რაციონს ძირითადად წვრილი კიბოსნაირები არიან.გრუნტში ჩაფლულ მსხვერპლს ელოდება და უთვალთვალებს თავისი მსხვილი თვალებით. საჭირო მომენტში მას თავს ესხმის.

სამეცნიერო კვლევითმა გემმა Nautilus–მა ვიდეოზე გადაიღო წყნარი ოკეანის როსა კალიფორნიის სანაპიროსთან ფსკერზე. ექსპედიციის ამოცანაა წყალქვეშა სამყაროს ბინადრების შესწავლა და კატალოგიზაცია. გადაღებები ხდება დისტანციური მართვის მოწყობილობით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*