საიდუმლოებით მოცული უძველესი ხის ქანდაკება

1890, წელს დასავლეთ ციმბირში აღმოაჩინეს 17 ფუტის სიმაღლის ხის ქანდაკება. მეცნიერებს საგონებელში აგდებთ გაურკვეველი იეროგლიფები, რომლებიც ამოტვიფრულია მასზე.

საიდუმლო ახლა კიდევ უფრო გაღრმავდა. ახალი ანალიზები ცხადყოფს, რომ ქანდაკება არის 11 000 წელზე მეტი ხნის, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.

მას შემდეგ, რაც 1890 წელს მოხდა მისი აღმოჩენა, მკვლევარები შეეცადნენ გაეშიფრათ მისი საიდუმლო ნიშნები და დაედგინათ მისი შექმნის დრო და ადგილი. შესაძლოა ათასობით წლის წინ ის ჩავარდა ტორფიან ჭაობში, სადაც უზადოდ დაცული იქნებოდა ანტიმიკრობული გარემო პირობებით. 1997 წელს ჩატარებულმა რადიოკარბონულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქანდაკება დაახლოებით 9 500 წლისაა. CHSGeVdUEAAuuNj

ცოტა ხნის წინ გერმანელმა მეცნიერებმა უახლესი ტექნიკის გამოყენებით, დიდი მასობრივი სპექტომეტრის საშუალებით გამოიკვლიეს ქანდაკებაზე არსებული კიდევ ერთი ბზარი. ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ არტეფაქტი 1500 წლით ძველია, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ. გარდა ამისა დადგინდა, რომ ხე, რომელიც გამოიყენეს სკულპტურის დასამზადებლად იყო – ახლადმოჭრილი ლარიქსი.

ახლა ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ქანდაკება გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე ადრე ეგონათ, თუმცა ბევრი არ ვიცით არეული ცივილიზაციისა და ევრაზიული ხელოვნების შესახებ. საინტერესოა ისიც, რომ ქანდაკება თითქმის მთლიანად მოჩუქურთმებულია. ქანდაკებაზე გამოსახულია ჯვრები, შვიდი სახე, რომბები, ტალღოვანი ხაზები და ზიგზაგები, მაგრამ დღემდე ვერავინ გაშიფრა ეს ნიშნები.

ამჟამად სკულპტურა ინახება ეკატერინბურგში არსებულ ისტორიის მუზეუმში.

მომზადებულია blogs.discovermagazine.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*