საიდუმლო მღვიმეში აღმოჩენილი ძველებრაული გამოცანა

ისრაელში არქეოლოგები ივრითზე შესრულებული უძველესი წარწერების გაშიფვრას ცდილობენ, რომლებიც იერუსალიმში მშენებლობისას აღმოაჩინეს. უძველესი ებრაული განსაბანი აუზის კედელზე ამოტვიფრული სიმბოლოების ასაკი დაახლოებით 2000 წელია. მურითა და ჭუჭყით დაფარული არამეული და ებრაული გამოსახულებები ექსპერტებს საგონებელში აგდებს.

მღვიმtemple-period-mikvahის კედლები, რომელიც, როგორც ჩანს, სარიტუალო განბანვისთვის ჯერ კიდევ I საუკუნეში გამოიყენებოდა, მოხატვამდე და სიმბოლოების გამოსახვამდე შეულესავთ.

ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, რას ნიშნავს სიტყვები, რომლებიც კედელზე პალმებისა და ნავის გამოსახულებებთან ერთად შემორჩა. სპეციალისტთა აზრით, წარწერები რელიგიური შინაარსისაა, ანდა რაიმე შეგონება.

ისრაელის სიძველეთა სამმართველოში ფიქრობენ, რომ გამოსახულებებიდან ერთ–ერთი მენორა, ანუ იუდეური შვიდსანთლიანი შანდალი უნდა იყოს, ხოლო წარწერებიდან რამდენიმე ადამიანის სახელია.

როი გრინვალდი (არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი): “ეს მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. რადგან მეორე ტაძრის პერიოდის გამოსახულებებისა და წარწერების კონცენტრაციას წარმოადგენს. თანაც, ასე კარგად შემონახული იშვიათობაა. ამიტომაა დამაინტრიგებელი და უნიკალური”.

ალექსანდრ ვეიმანი (არქეოლოგი): “სიმბოლოები აშკარად რელიგიური ხასიათისაა. სარიტუალო აბაზანა, ანუ მიქვა შაბათსა და წმინდა დღეებში განსაბანად და განსაწმენდად გამოიყენებოდა”.

მღვიმეში არსებული არამეული წარწერები და ბათქაშზე ამოტვიფრული რამდენიმე სიმბოლო მშენებლებმა არნონის მხარეში საბავშვო ბაღის მშენებლობისას აღმოაჩინეს. აქვე ნახეს ქვაში გამოკვეთილი სკამები, რომლითაც სარიტუალო აუზში განსაბანად მისული იუდეველები სარგებლობდნენ.

Israel_07

temple-period-mikvah-iaa_0.feature_580x320

ancient-mikvah-iaa

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*