საიდუმლო ოთახი – ნეფერტიტის განსასვენებელი?

ბრიტანელი არქიტექტორის, ნიკოლას რივსის მტკიცებით, რადიოლოკაციური სკანირების საშუალებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ტუტანხამონის სამარხის ერთ–ერთი კედლის უკან კიდევ ორი საიდუმლო ოთახია. ეგვიპტის მთავრობამ არქიტექტორს ნება დართო, რადარი ისე გამოეყენებინა, რომ აკლდამა არ დაეზიანებინა.

800px-Nofretete_Neues_Museum

დედოფალ ნეფერტიტის ბიუსტი, ბერლინის მუზეუმი

ნეფერტიტი ეგვიპტის დედოფალი ძვ. წ. 1351–1334 წლებში იყო. ნიკოლას რივსი მიიჩნევს, რომ ფარაონი ტუტანხამონი, რომელიც ძვ. წ. 1323 წელს, 19 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, შესაძლოა, დედოფლისთვის განკუთვნილი სამარხის წინა ნაწილში დაკრძალეს.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ტუტანხამონი, რომლის საფლავიც 1922 წელს აღმოაჩინეს, დიდი ალბათობით, დედოფალ ნეფერტიტის შვილი უნდა ყოფილიყო. დოქტორმა რივსმა საკუთარი თეორია მას შემდეგ შეიმუშავა, რაც ეგვიპტის ხელისუფლებამ ესპანური კომპანია Factum Arte დაიქირავა, რათა მას საფლავის დეტალური სკანირება რამე დაზიანების გარეშე მოეხდინა.

სკანირების შედეგად, სამარხის გვერდით მისი ზუსტი მოდელი აღმართეს. არქიტექტორმა რივსმა ერთ–ერთ კედელზე კვალი შენიშნა. მისი მტკიცებით, იქ იყო ორი შესასვლელი და კიდევ ორი ოთახი. არიზონას უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ოთახებიდან ერთ–ერთშია დაკრზალული დედოფალი ნეფერტიტი. ტუტანხამონის სამარხი არის ერთადერთი აკლდამა ეგვიპტის ფარაონებს შორის, რომელიც მძარცველებს ხელუხლებლად გადაურჩა.

დოქტორი რივსის აზრით, სამარხის ზოგიერთი სტრუქტურული თავისებურება მიუთითებს, რომ იგი თავდაპირველად სწორედ დედოფლისთვის იყო განკუთვნილი და არა ფარაონისთვის. თუმცა მეცნიერის ვარაუდს სხვა ცნობილი ეგვიპტოლოგები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ნეფერტიტის სრული სახელია ნეფერნეფერუ–ატონ ნეფერტიტი, რაც ნიშნავს “უმშვენიერესი ატონის ლამაზმანთა შორის, (უნაკლო) ლამაზმანი მოვიდა”.

4714671_orig

ნიკოლას რივსი ირწმუნება, რომ საიდუმლო ოთახში ნეფერტიტია დაკრძალული

 

ის ეგვიპტის დედოფალი და ფარაონ ამენჰოტეპ IV–ის მეუღლე იყო. ნეფერტიტიმდა მისმა მეუღლემ მრავალღმერთიანობა ატონის – მზის ღმერთის კულტით შეცვალეს. ატონის კულტის ცენტრი აჰეტატონი იყო. წყაროების მიხედვით, ნეფერტიტი 15 წლის ასაკში გათხოვდა და ჰყავდა 6 გოგონა და 1 ვაჟი. როგორც ზემოთ ითქვა, ზოგიერთი თეორიის მიხედვით, ნეფერტიტი ფარაონ ტუტანხამონის დედა იყო.

წყარო – ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*