სამურაების ზებუნებრივი ტექნიკა

ახლახანს თარგმნილი სამურაების ძველი ტექსტი, სათაურით “მახვილის 12 წესი”, მახვილით ბრძოლის სკოლის საიდუმლოებებს ხსნის. მათი წყალობით საბრძოლო ტექნიკამ “ზებუნებრივ შესაძლებლობებს” მიაღწია.

XVII საუკუნის ტექსტში გადმოცემულია იაპონელი სამურაის – ოტო ოტოსაის ცოდნა და გამოცდილება. ოტო ოტოსაიმ 33 ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. მკვლევართა აზრით, იგი დაახლოებით 1560 წელს დაიბადა და 90 წლის ასაკამდე იცოცხლა. ოტოსაის “მახვილის 12 წესი” არასოდეს ჩაუწერია. ის ცოდნას ზეპირად გადასცემდა მოსწავლეებს თავის სკოლაში – “მახვილით ერთი გაკვეთა”. ჩანაწერებით კი მოწაფეების შთამომავალთა შესრულებულია.

იაპონელი მთარგმნელის, ერიკ შაჰანის თქმით, მოწინააღმდეგესთან გამკლავების აღწერის გარდა, ტექსტი შეიცავს ორ მაგიურ ლოცვას სამურაის გონებისა და საბრძოლო სულის გასაძლიერებლად. შაჰანი, რომელსაც თავადაც მესამე დანი და შავი ქამარი აქვს საბრძოლო ხელოვნება კობუდოში, სწორედ იაპონური საბრძოლო ტექსტების თარგმანზე სპეციალიზდება.

ორივე მაგიური ლოცვა საკმაოდ რთული აღსაქმელია. ერთ–ერთის მიხედვით, სამურაიმ ხელისგულზე უნდა დაიხატოს სანსკრიტის რამდენიმე სიმბოლო, მათ შორის დემონი “ონი”. ხელისგულები შეიტყუპოს, წარმოთქვას ლოცვა, მტევნები დააცილოს და შემდგომ ტაშის ერთხელ შემოკვრასა და ხელების მოფშვნეტამდე ხმამაღლა წარმოთქვას “უნ!”

ერთ–ერთ წესს “გულის თვალები” ეწოდება, რომლის თანახმად, “თქვენ მოწინააღმდეგეს უნდა უყუროთ არა თვალებით, არამედ საკუთარი სულით… თვალებით თუ შეხედავთ, შესაძლოა კონცენტრაცია დაკარგოთ, რაც არასდროს მოხდება გონებით შეხედვის შემთხვევაში”.

XVII საუკუნეში იმ იაპონელ სამურაების მხილველნი, რომელთაც ათვისებული ჰქონდათ “გულის თვალების” წესები, გაოგნებული იყვნენ მათი მართლაც ლამის ზებუნებრივი შესაძლებლობებით. შაჰანის განმარტებით, მათ მოქმედებას “სულით” ან “გონებით’ და არა თვალებით, აქვს მეცნიერული ახსნა – “ადამიანი უფრო სწრაფად რეაგირებს პერიფერიული მხედველობის ველში მოძრავ საგანზე, ვიდრე ფოკუსში მყოფზე. ამიტომ პირდაპირ არ უნდა უყუროთ მოწინააღმდეგის მახვილს, რათა რეაგირება არ დააგვიანოთ. პირიქით, თუ მეტოქე თქვენი პერიფერიული მხედველობის ველშია, თქვენ მის ნებისმიერ მოძრაობას უფრო სწრაფად აღიქვამთ”, – განმარტავს მთარგმნელი. მისი თქმით, “ეს ლოცვებიც თვითჰიპნოზისა და მედიტაციის ერთგვარი რიტუალი იყო, რადგან თუ ბრძოლის წინ გონება მოწესრიგებული არ არის, დამარცხება გარდაუვალია. თქვენი სხეული თავისუფლად და ავტომატურად უნდა რეაგირებდეს მეტოქის შეტევაზე”.

რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, “მახვილის 12 წესი” განმარტავს, რომ ავტომატიზმამდე მიყვანილი ბრძოლის ტექნიკა განუწყვეტლივ სრულყოფას მოითხოვს, მაგრამ მებრძოლისთვის უმთავრესი “საკუთარი ყოყმანის დამარცხებაა”.

Leave a comment

Your email address will not be published.


*