სამყაროს ყველაზე სწრაფი ქარები

უორიკის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა შეძლეს მზის სისტემის გარეთ არსებული ობიექტის ატმოსფეროში ზებგერითი ქარების აღმოჩენა.

ეკზოპლანეტის HD189733b–ის სპექტრის გაანალიზებისთვის, მეცნიერებმა გამოიყენეს სპექტომეტრი HARPS, რომელიც ჩილეს ობსერვატორია, ლა–სელიაში მდებარეობს. ეს პლანეტა 63 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს დედამიწიდან, მელიას თანავარსკვლავედში.

ეკზოპლანეტის ნათელი მხარის ტემპერატურა 930 °C–ს აღწევს, ჩრდილოვან მხარეს კი 425 °C–ს. პლანეტის “დღის” მხარე დედამიწიდან ადამიანის თვალისთვის ლურჯი ჩანს. ამის მიზეზი, მის ატმოსფეროში სილიკატის ნაწილებია.

სისტემის ცენტრალური ვარსკვლავის გარშემო ტრანზიტის დროს, HD189733b ატმოსფეროზე დაკვირვებისას, მეცნიერებმა გამოიკვლიეს ეკზოპლანეტის ატმოსფეროს სხვადასხვა ნაწილების სპექტრი. გაირკვა, რომ სხვადასხვა ნაწილებს ნატრიუმის შთანთქმის დოპლერული ხაზების სხვადასხვა წანაცვლება ახასიათებთ. ეს ქარის წარმოუდგენელი სიჩქარით შეიძლება აიხსნას.

გამოთვლებით, HD189733b–ის ატმოსფეროში ქარის სიჩქარე 8688 კმ/სთ–ს აჭარბებს. ეს 8–ჯერ აღემატება დედამიწის ატმოსფეროში ბგერის სიჩქარეს. ასეთი სიჩქარის ქარი 20–ჯერ აღემატება დედამიწაზე ოდესმე დაფიქსირებულ ყველაზე ძლიერ ქარს.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*