სამყაროს წარმოშობის მთელი ისტორია 10 წუთიან ვიდეოში

ჩვენი სამყაროს ისტორია 14 მილიარდ წელს ითვლის. მისი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ჩვენება ამერიკელმა რეჟისორმა მოკლე ვიდეორგოლში შეძლო.

მეცნიერების პოპულარიზაციისთვის რეჟისორმა და მემონტაჟემ ჯონ ბოსველმა, შექმნა ვიდეოპროექტი Symphony of Science. იგი ეძიებს მნიშვნელოვან ლექციებს და დოკუმენტურ ფილმებს და მათ უხამებს საინტერესო აუდიორიგებს. ამ შრომის შედეგი გახდა სამეცნიერო კვლევების სხვადასხვა სფეროებზე შექმნილი მინი სერიების ციკლი, რომელიც დააინტერესებს ყველაზე ფართო აუდიტორიას.მისი რგოლები არაერთხელ აჩვენეს National Geographic, CNN, NPR, Wired და სხვა არხებმა.

ახალი ვიდეო სამყაროს ევოლუციას ეძღვნება. დაწყებული დიდი აფეთქებით, პირველი ვარსკვლავების ფორმირებით, გალაქტიკების, შავი ხვრელების და ზეახალივარსკვლავების წარმოქმნით. Symphony of Science–ში როგორც სხვა ფილმებში, ჯონი იყენებს დოკომენტური და სამეცნიერო პოპულარული გადაცემების კადრებს, მათ შორის NASA–ს მასალებსაც. ტექსტს კითხულობენ ბრიტანელი ნატურალისტი დევიდ ატენბორო და სხვა პოპულარული ტელეწამყვანები.

რგოლის 1 წამი წარმოადგენს 22 მილიონ წელს. ასეთი მასშტაბირებით მზე და მზის სისტემა ფილმის მხოლოდ მე–4 წუთზე ჩნდებიან. ხოლო კაცობრიობის ისტორია წამზე ნაკლებ დროს მოიცავს. “ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ შევიგრძნოთ და გავიგოთ, რამდენად დიდია ჩვენი სამყარო და რამდენად ახალგაზრდები ვართ ჩვენთვითონ” – ასეთ კომენტარს უკეთებს ავტორი თავის შრომას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*