სამცხე–საათაბაგო XVI საუკუნეში

სამცხე საათაბაგოს, ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, სტრატეგიულად არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ეჭირა: დასავლეთიდან მას ოსმალეთი ემიჯნებოდა, სამხრეთ–აღმოსავლეთიდან – ერანი. ორივე მეზობელი მისი მითვისების მსურველი იყო. ასეთ ვითარებაში სამცხე–საათაბაგო მარტო რჩებოდა. დამხმარე არავინ ჰყავდა, რადგან ქართულ სამეფო–სამთავროებთაგან მან ადრევე მოიჭრა გზა, როცა გამარჯვებით დაასრულა საქართველოს მეფის ყმობისაგან გასათავისუფლებლად წარმოებული ხანგრძლივი ბრძოლა. იგი ქართველ მეფეებს (ქართლის ან იმერეთის) ვერ მიმართავდა, რადგან ეშინოდა, რომ ისინი სამფლობელოს ჩამოართმევდნენ. ამიტომ სამცხის ხელისუფალი ორ მაჰმადიან დამპყრობთან ნიველირებით ცდილობდა მდგომარეობის შენარჩუნებას. ამგვარმა პოლიტიკამ არ გაამართლა, რადგან მისი აგრესორი მაჰმადიანი მეზობლები თანაბარი ძალისანი არ იყვნენ. ამ დროს კავკასიაში სიტუაციას ოსმალეთი აკონტროლებდა. აშკარა იყო, რომ სურვილის მიუხედავად, ერანს სამცხე–საათაბაგოსთვის დახმარების აღმოჩენა არ შეეძლო და ასეთ ვითარებაში მისი დაუფლებისთვის ოსმალეთს ხელები გახსნილი ჰქონდა.

 

ერან–ოსმალეთის 1555 წლის ამასიის ზავით ორმა დამპყრობმა ეს რეგიონი გაიყო, უდიდესი ნაწილი ერანს ხვდა. მაგრამ მალე, მისი დასავლეთ მხარის მიმართ (ტაო, შავშეთი, კლარჯეთი) ოსმალეთმა გამოთქვა პრეტენზია, მალე მან გურიას ჭანეთი წაართვა, აჭარაში კი აგრესიული მოქმედება გააგრძელა, თუმცა აქ ფეხი ვერ მოიკიდა.

სამცხე–საათაბაგოს გამგებელი ქაიხოსრო 1570 წელს შაჰ თამაზს ეწვია და დახმარება სთხოვა, მაგრამ უკანსაკნელმა რეალური პასუხი ვერ გასცა, რადგან ოსმალეთთან ზავის დარღვევა არ აწყობდა. იმავე წელს თხოვნისთვის მეორედ მისული ათაბაგი იქვე, თავრიზში, გარდაიცვალა 1573 წელს.

მისი ძე ყვარყვარე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მას ძლიერი ფეოდალების ჯგუფი აღუდგა და უმძიმესი შინაომი მოახვია თავს. ეს ომი ექვს წელს გაგრძელდა და ისეაც დასუსტებული რეგიონი სრულ გაჩანაგებამდე მიიყვანა.

1590 წელს ერანსა და ოსმალეთს შორის ახალი ზავი დაიდო, რომლის ძალითაც, სამცხე–საათაბაგო ოსმალეთს დარჩა, რომელმაც აქ მკაცრი რეჟიმის დამყარება დაიწყო. ათაბაგი და შემდეგ მისი ქვრივი ახლა კი შეეცადნენ მხარეში ქრისტიანული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მაგრამ უშედეგოდ.

1587–1594 წლებში სამცხე–საათაბაგოს ოსმალიზაციის პროცესი ხორციელდებოდა. ქვეყანა აღწერეს, მიწისმფლობელობის ოსმალური წესი შემოიღეს და შესაბამისი გადასახადები დააწესეს. ამ წესის მიხედვით, მიწისმფლობელი მხოლოდ სამხედრო პირი შეიძლება ყოფილიყო, სამხედრო პირის სტატუსის მიღება კი მხოლოდ მაჰმადიანს შეეძლო. ამრიგად, თუ ქართველ მეომარს თუ საკუთარი მიწის შენარჩუნება სურდა, ჯერ უნდა გამაჰმადიანებულიყო, შემდეგ კი სამხედრო სამსახური ეკისრა.

Sapara

საფარის მონასტერი

ასეთ ვითარებაში ქართველი ფეოდალების ნაწილმა მშობლიური მხარე მიატოვა,ნაწილი კი გამაჰმადიანდა.

ყველაფერი გადატრიალდა, “მთავარი, თავადი, აზნაური, ეკლესია, მონასტერიდა სხვა. ოსმალთა დივანმა…, ფაშამ, სანჯაყ ბეგმა, ალაი ბეგმა, სიფაჰმა და ჯამემ შეცვალა”. ამას ისიც დაემატა, რომ ოსმალებმა საგანგებო გადასახადი შემოიღეს ურწმუნოთათვის (ანუ ქრისტიანებისთვის), რითაც კიდევ უფრო დაამძიმეს ქართული მწარმოებელი მოსახლეობის ისედაც გაუსაძლისი მდგომარეობა.

მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი მოსახლეობა ქედს ადვილად არ იხრიდა, ნაწილი გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადადიოდა, ზოგიც კათოლიკდებოდა (ფრანგდებოდა), რადგან ოსმალები მათ მეტ შეღავათებს აძლევდნენ. განსაკუთრებული გართულება ჰქონდათ მართლმადიდებლებისადმი, რადგან ისინი თვითმყოფადობის შენარჩუნებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ იყო ის, რომ ამ რეგიონის ქართველთა გამაჰმადიანების XV საუკუნეში და უფრო არეც დაწყებული პროცესი XVI საუკუნეშიც არ იყო დამთავრებული.

ოსმალობის დამყარება სამცხე–საათაბაგოში ფეოდალური საქართველოს ყველაზე დიდი მარცხი იყო. დედა სამშობლოს მოწყდა საქართველოს ერთიანობის აკვანი და ქართული კულტურის კერა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*