სამხრეთ ისრაელში აღმოჩენილია ბიზანტიური ღვინის საწნახელი

ისრაელის სიძველეთByzantine-wine-press (1)ა დაცვის წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან და მოხალისეებთან ერთად, ნეტივოტში, ისრაელში აღმოაჩინა ღვინის საწნახელი, რომელიც დაახლოებით 1500 წლის წინ გამოიყენებოდა სოფელ ნეგევში.

“მასში ყურძენი იწურებოდა, შემდეგ ძაბრისებრი არხების საშუალებით წვენი მოედინებოდა და სპეციალურ თხრილში ჩაედინებოდა. იქიდან კი ღვინო, მილების დახმარებით კასრებში გადაჰქონდათ, რომლებიც ქვისა და მარმარილოსგან იყო დამზადებული. ამ კასრებში ადუღებდნენ და შემდეგ დამზადებულ ღვინოს თიხის ბოთლებში ინახავდნენ” – განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა ილან პერეცმა პრესასთან საუბრისას.

არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს: ბეჭდები, თასები, სხვადასხვა სახის იარაღი და ნავთის სანათები.

archaeology.org-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*