სანელებლებს ნეოლითის ეპოქაშიც იყენებდნენ

220px-Alliaria_petiolata_marais-belloy-sur-somme_80_26042007_3

ველურად მოზარდი ნივრისდედა

ექვსი ათასი წლის წინ ევროპაში იცოდნენ საკვები დანამატების დანიშნულება, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ აქ მიწათმოქმედება ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი ბიოარქეოლოგები, როდესაც დანიასა და ჩრდილოეთ გერმანიაში აღმოჩენილი არტეფაქტები შეისწავლეს.

მცენარეული ქსოვილების სწრაფი ხრწნის გამო მეცნიერებს ხშირად უჭირთ დადგენა, ხორცის გარდა რას მიირთმევდნენ ჩვენი წინაპრები. მაგრამ მწვანე ორგანიზმების უჯრედებში სილიციუმის ორჟანგიდან განსაკუთრებული სტრუქტურები, ფიტოლიტები წარმოიქმნება, რომლებიც სხვა მინერალების მსგავსად ნიადაგში დიდ ხანს რჩებიან. ფიტოლიტების ზომა, ფორმა და სტრუქტურა იცვლება მცენარის სახეობის მიხედვით. ვინაიდან პირველყოფილი ადამიანები ჭურჭელს არცთუ ისე ხშირად რეცხავდნენ, ამ კაჟბადის ნარჩენებს არაფერი უშლიდა ხელს ჭურჭლის ზედაპირზე დალექილიყვნენ.

გათხრებისას ნაპოვნი თიხის ნამტვრევების შესწავლისას ჰეილი სოულმა და მისმა კოლეგებმა იორკის უნივერსიტეტიდან გამოარკვიეს, რომ დანიის სანაპიროს მცხოვრებლები თევზის და მოლუსკების ნახარშს ნივრისდედას უმატებდნენ. ეს ველური ბალახი ევრაზიის ზომიერ და სუბტროპიკულ ზონაში თითქმის ყველგან გვხვდება.

მეცნიერთა აზრით, ეს ევროპაში საკაზმის გამოყენების ყველაზე ადრეული შემთხვევაა.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*