საოცარი ნემატოდები: სამსქესიანი ჭიები აღმოაჩინეს “მკვდარ ტბაში”

არსება კალიფორნიაში მონოს ტბაში ბინადრობს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მონოს ტბაში აღმოაჩინეს ჭიები, რომლებსაც სამი სქესი აქვთ, საკუთარი სხეულით ატარებენ ნაშიერებს და შეუძლიათ დარიშხანის ზემაღალი კონცენტრაციის პირობებში ცხოვრება.

მონოს ტბა ოკეანეზე 3-ჯერ მლაშეა. მისი წნევის დონე pH 10-ის ტოლია, რაც მცირედ განსხვავდება ნიშადურის სპირტისგან (11,5). ბოლო დრომდე მხოლოდ ორი ცოცხალი არსება (ბაქტერიების და წყალმცენარეების გარდა) იყო ცნობილი ამ ტბაში – კიბოსნაირი არტემიები და სანაპიროს ბუზები, რომლებსაც თავისი ამტანობის გამო “ტუტოვანი ბუზები” შეარქვეს.

ახლა მეცნიერებმა კიდევ 8 სახეობის ეუკარიტები – მიკროსკოპული მრგვალი ჭიები, ნემატოდები აღმოაჩინეს. ისინი მონოს ტბაში ბინადრობენ და მრავლდებიან. ერთ-ერთ სახეობას სამი სქესი გამოუვლინდა: დედალი, მამალი და ჰერმაფროდიტი. თანაც ისინი ცოცხლადმშობიარეები აღმოჩნდნენ. მდედრები ნაშიერებს სხეულით ატარებენ, როგორც კენგურუები – სპეციალურ სათავსოში. როგორც ჩანს, ასე ტუტოვანი გარემოსგან იცავენ მომავალ თაობას.

აღმოჩენილ სახეობებში არიან პარაზიტებიც და თავისუფლად მობინადრეები. უკანასკნელებში მეცნიერებმა გამოყვეს მიკრობებით მკვებავები და მტაცებლებიც.

შტერნბერგის ლაბორატორია დიდი ხანია დაინტერესებულია ნემატოდებით. ისინი პირველი ცოცხალი არსებები არიან, რომელთა გენომი სრულიად არის გაშიფრული. გაირკვა, რომ ისინი მხოლოდ 300 ნეირონს იყენებენ რთული ქცევებისთვის – ძილი, ყნოსვა, მოძრაობა, შესწავლა. ეს სიმარტივე მას საუკეთესო მოდელად ხდის, ნეირობიოლოგიის ფუნდამენტური საკითხების შესწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეს ჭიები ლაბორატორიაში ჩვეულებრივი ტემპერატურის და წნევის პირობებში, მარტივად ცოცხლობენ.

ტბაში აღმოჩენილი ყველა მრგვალი ჭია უძლებს დარიშხანის მოქმედებას (ადამიანისთვის სასიკვდილო 500 დოზას), რომლის დონე მონოს ტბაში საკმაოდ მაღალია. ეს გარემო გამოუსადეგარია უმეტესობა ცოცხალი ორგანიზმისთვის.

მეცნიერები იმის დადგენას გეგმავენ, არსებობს თუ არა კონკრეტული ბიოქიმიური და გენეტიკური ფაქტორები, რომელთა საშუალებით ნემატოდები ასეთ მტრულ გარემოში ბინადრობენ. მათ უნდათ დარიშხანისადმი მდგრადი გენის აღმოჩენა – დარიშხანით დაბინძურებული სასმელი წყალი მსოფლიო ჯანდაცვის სერიოზული პრობლემაა. გენის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ შეეძლებათ იმის ახსნა, თუ როგორ გადის ტოქსინი უჯრედში და ორგანოებში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*