საქართველოს პოლიტიკური დაშლის დასაწყისი

Featured image

გიორგი VIII, სვეტიცხოველი.

ალექსანდრეს მიერ გამეფებული მისი უფროსი ძე, ვახტანგ IV (1442–1446 წწ.). მალე გარდაიცვალა, სამეფო ტახტი დაიკავა მისმა გიორგი ალექსანდრეს ძემ. თუმცა გიორგი VIII (1446–1466 წწ.) საქართველოს მეფედ იხსენიებოდა, მაგრამ ფაქტობრივად მას მხოლოდ ქართლი, კახეთი და იმერეთი სცნობდა. ამ ხანებში დამოუკიდებლობის პრეტენზია მთავრებმა წამოაყენეს. პირველ რიგში ეს მისწრაფება სამცხის მთავარმა გამოხატა.

1447 წელს სამცხის მთავარს, აღბუღა ათაბაგს, მისი ძმა ყვარყვარე დაუპირისპირდა და ბრძოლით ათაბაგობა წაართვა. გიორგი მეფემ აღბუღას მხარე დაიჭირა და ათაბაგობა დაუბრუნა. 1452 წელს აღბუღა გარდაიცვალა და მეფემ ათაბაგობა ყვარყვარეს მისცა, იგი მეფისაგან დამოუკიდებლობას ცდილობდა და თავისი ცდები ეკლესიური დამოუკიდებლობის მოპოვებით დაიწყო. მისი გეგმით, საეკლესიო სფეროში სამცხე მცხეთის კათალიკოსის უფლებებიდან უნდა გამოსულიყო და აქ ეკლესიის დამოუკიდებელი მეთაური, მაწყვერელი (აწყურის ეპისკოპოსი) უნდა დამჯდარიყო. მართალია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, დავითის (1445/47–1459 წწ.) მტკიცე პოზიციის მეშვეობით, საეკლესიო მთლიანობა აღდგენილ იქნა, მაგრამ სამთავროში სეპარატისტული ტენდენციის არსებობა აშკარად ჩანდა. ქვეყნის რღვევის დასაწყისის ერთ–ერთი პირობა ისიც იყო, რომ სამცხის გარდა სხვა კუთხეებიც სამთავროებად იყო მოწყობილი. ასეთები იყვნენ აფხაზეთ–სამეგრელოს სამთავრო დადიანით სათავეში და გურია. ეს მთავრები ჯერ მეფის მორჩილებად ითვლებოდნენ, მაგრამ მთელი ტენდენცია იქითკენ მიდიოდა, რომ ახლო მომავალში ისინი დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*