“საშინელი ხვლიკი”: კემეროველი დინოზავრი

დინოზავრების ძვლები იშვიათობა არ არის: მათ ხშირად პოულობენ ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, მოსკოვთანაც კი. 2014–2016 წლებში პალეონტოლოგებმა კემეროვის ოლქში მთელი “საწყობი” – თითქმის ორი ათეული ზრდასრული დინოზავრის და მათი ნაშიერების სრული ჩონჩხები აღმოაჩინეს.

2014–2016 წლებში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგებმა კემეროვის ჩრდილოეთით ორი ათეულამდე ზრდასრული და მათი ნაშიერების სრული ნაშთები აღმოაჩინეს. Psittacosaurus sibiricus გავრცელებული იყვნენ შუა ცარცულ პერიოდში 136–99 მილიონი წლის წინ აღმოსავლეთ აზიაში. როგორც ჩანს სწორედ მათგან წარმოიშვნენ ამერიკაში გავრცელებული გიგანტური რქოსანი დინოზავრები, რომელთა სიგრძე 6–8 მეტრს აღწევდა. ბალახისმჭამელი გიგანტური წინაპრები სწორედ ციმბირიდან მოხვდნენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. გვიანდელი რქოსნებისგან განსხვავებით პსიტაკოზავრები გადაადგილდებოდნენ როგორც 2 ასევე 4 ფეხზე. თავის ქალას კი რქები და კისრის საყელო ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

საყელოს ნაცვლად ციმბირულ დინოზავრს წანაზარდები ჰქონდა. არ არის გამორიცხული, რომ კუდის გასწვრივ ამ დინოზავრებს ბეწვისმაგვარი ქერცლისგან წარმოქმნილი ჯაგარი გასდევდა. ასეთი მორთულობა აღმოაჩნდა ჩინეთში ნაპოვნ მონათესავე დინოზავრს.

პსიტაკოზავრების გარდა ციმბირში აღმოჩენილია ზავროპოდების, მტაცებელი დინოზავრების, მფრინავი ხვლიკების, ნიანგების და კუების ნამარხები.

კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით მეცნიერებმა შეისწავლეს პლასტიკური დეფორმაციის მქონე ხვლიკის თავის ქალა. შედეგად მიღებული იქნა ერთ–ერთი სახეობის ჩონჩხის სრული რეკონსტრუქცია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გვიანცარცული პერიოდის დინოზავრების ევოლუციაში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*