სიკვდილის ველზე ტბა გაჩნდა: კლიმატური ფენომენი

სკვდილის ველზე 16 კილომეტრის სიგრძის ტბა გაჩნდა.

წინა კვირას სამხრეთ კალიფორნიაში შტორმი მძვინვარებდა: ორ დღეში ნალექმა 2,2 სანტიმეტრს მიაღწია, რაც თვიურ ნორმას 3–ჯერ აღემატება. შედეგად დედამიწის ერთ–ერთ ყველაზე მშრალ და ცხელ ადგილას – სიკვდილის ველზე ტბა წარმოიქმნა.

მიუხედავად გვალვიანი კლიმატისა და რეკორდულად მაღალი ტემპერატურისა (1913 წელს დაფიქსირდა +56,7 °C), აქ ხანდახან დროებითი წყალსატევები ჩნდება. ყველაზე ცნობილი მათგან ბედუოტერია. ეს ყველაზე ღრმა მიწისზედა ნაპრალია (86 მ) ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე და თუ წყალი გაჩერდება სიკვდილის ველზე, ის პირველ რიგში აქ დაგროვდება.

ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენა ფოტოგრაფ ელიოტ მაკჰაგენს სურდა ფირზე აღებეჭდა, მაგრამ მას გზა 16 კილომეტრის ტბამ გადაუღობა.

ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ავტორმა განაცხადა: “ეს სურეალისტური განცდაა – დაინახო წყალი დედამიწის ყველაზე მშრალ ადგილას”.

მეტეოროლოგების აზრით, ამ ადგილების “გაცოცხლება” ძნელი არ არის: უდაბნოს მყარი ნიადაგი წყალს ძნელად ისრუტავს, ამიტომ ნალექის დროს წყალდიდობაც კი არის შესაძლებელი.

პარკის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ტბა უკვე პატარავდება. ამ სეზონზე წვიმები ძალიან გვიან მოვიდა იმისთვის, რომ უდაბნო აყვავდეს: ეს რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ წვიმები ზამთარში მოვა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*