სიკვდილის ველი წვიმებმა დატბორა

სიკვდილის ველი, რომელმაც სახელწოდება რეკორდული სიცხეების გამო მიიღო, 2015 წლის ოქტომბერში ძლიერმა წვიმებმა დატბორა.NASA-მ გამოაქვეყნა კოკისპირული წვიმებით გამოწვეული შედეგების ფოტოები.

სიკვდილის ველი (Death Valley) ეწოდება მთებსშორის დაბლობს, მოჰავეს უდაბნოსა და დიდ აუზთან ახლოს, რომელიც მდებარეობს აშშ–ს დასავლეთით, კალიფორნიაში, სიერა–ნევადის ქედთან. საშუალო ტემპერატურა ივლისში აქ აღწევს +46°C–ით, ღამით +31°C. 1913 წელს აქ დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა – +56,7°C.

ნოემბრიდან თებერვლამდე ტემპერატურა მერყეობს +5–დან +20 °C–მდე. მოდის წვიმები, ხანდახან არის ყინვაც. ამასთან, 1929 და 1953 წლები ყველაზე გვალვიანი იყო ველის ისტორიაში: წვიმა საერთოდ არ მოსულა.ყველაზე ნალექიანად 1995 წელი ითვლება – წელიწადში 66 მმ.მაგრამ წელს, 2015 წელს მდგომარეობის სერიის გამო ოქტომბერში ყველაზე უხვი ნალექი – 70 მმ. მოვიდა. შედეგად ბევრი ადგილი, მათ შორის ტურისტების საყვარელი სკოტის ციხესიმაგრე, დატბორილი აღმოჩნდა.

სიკვდილის ველის გარდა დაზარალდა ნევადის სამხრეთ–დასავლეთით მდებარე ამარგოსის ველიც. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით შესაძლებელია შედარება თუ როგორ გამოიყურება ველი შტორმამდე (3ოქტომბერი) და შტორმის შემდეგ (19 ოქტომბერი).

1e64d81ca3f40468706b1d6284affdba

9b47947d7e884bb54107861197018bbb

91a505fc4a73cd8bf7bace68beb18c07

2135bfedd8df1d062da2049a4ce6e33e

063538c2c41bd25658d54844b87bcc5f

devil's golf course

fc5554afa8b969c87a7465b368bb95c2

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*