სიკვდილი ზღვის სიღრმიდან: კაშალოტები გემების წინააღმდეგ

ზღვაში ცურვის დროს გემის ეკიპაჟი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის – ღია წყალში საფრთხე შეიძლება ყოველი მხრიდან გამოჩნდეს. გემების პოტენციურ მტრებს შორის პირველი ადგილი სტიქიას უკავია, თუმცა საფრთხე შეიძლება ცოცხალი არსებებიდანაც იყოს.

საბედნიეროდ, კრაკენი, გიგანტური ზღვის ურჩხული, ისევ მითად რჩება. თუმცა გემებზე თავდასხმა ზღვის სიღრმიდან რეალურ არსებებსაც შეუძლიათ. ისტორიაში გემებზე ვეშაპების თავდასხმის მრავალი შემთხვევაა ცნობილი – ხშირად ტრაგიკული დასასრულით.

კაშალოტი არ არის ყველაზე დიდი ვეშაპი პლანეტაზე, თუმცა ყველაზე აგრესიულია. ლეგენდები მის სიშმაგეზე მეზღვაურებს შორის დიდი ხანია არსებობს. ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, თავდასხმის ობიექტი ვეშაპმჭერი გემებია. ყველა ქმედებას ახლავს უკუქმედება, ამიტომ დაჭრილ და გამხეცებულ კაშალოტთან ბრძოლაში მონადირეების სიკვდილი სავსებით შესაძლებელია.

ყველაზე ცნობილი კაშალოტის და ადამიანის ბრძოლის შემთხვევა 1820 წელს მომხდარი “ესექსის” განადგურებაა. ამერიკული ვეშაპმჭერი გემის ტრაგედია ისტორიაში შევიდა და საფუძველი დაუდო XX საუკუნის საკულტო ნაწარმოების “მობი დიკის” სიუჟეტს. ავტორმა ჰერმან მელველმა კი ისტორიის მხოლოდ ნახევარი მოყვა. 2015 წელს მაყურებლები პირველად ნახავენ ისტორიის სრულ ვერსიას. ეკრანზე გამოდის ეპიკური ფილმი “ზღვის შუაგულში”, რომელიც გადაღებულია 2000 წლის ლიტერატურული პრემიის მფლობელის, ნათანიელ ფილბრიკის რომანის მიხედვით. ახალ ბლოკბასტერში ფარდა აეხდება საშინელი კატასტროფის ბევრ საიდუმლოს, როდესაც ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები გამოუვალ მდგომარეობაში წარმოუდგენელი ხერხებით ცდილობენ თავის გადარჩენას.

ქარიშხლებთან, შიმშილთან, პანიკასთან და გამოუვალ მდგომარეობასთან ბრძოლაში ადამიანები აანალიზებენ თავიანთ ყოფას და პროფესიულ ეთიკას – სანამ მათი კაპიტანი გზას იკვლევს ღია ზღვაში, ხოლო მისი პირველი თანაშემწე, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლომდე ცდილობს უზარმაზარი ვეშაპის დამარცხებას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*