სიმხნევის რეკორდი

ცხოველებსა და ფრინველებს შორის ყველაზე დიდხანს ძილის გარეშე ძლებს მამალი ბეკასი.

დღესდღეობით სიმხნევის რეკორდი ფრინველებსა და ცხოველებს შორის მამალ ბეკასს ეკუთვნის. ამ არქტიკულ ფრინველებს შეუძლია არ დაიძინონ 19 დღე–ღამე და ეს დრო შეჯვარებისთვის გამოიყენონ.

ყოველწლიურად ბეკასები მიფრინავენ პოლარული წრის გადაღმა, რათა გამრავლდნენ. ადგილზე მისვლისას, თითოეული მამალი იკავებს ტერიტორიას, სადაც სამი კვირის განმავლობაში სხვა მამლებს ექიშპებიან დედლებისთვის. იქ ატარებს საქორწინო “ცეკვებს” – აქეთ–იქით დადის გაბურძგნული ბუმბულით, დაშვებული კუდით და ხანდახან ყელზე გაბერილი ჰაერის ბუშტუკებით. ამ დროის განმავლობაში მამალი ბეკასი ცდილობს რაც შეიძლება მეტი დედალი გაანაყოფიეროს. გამრავლების პერიოდი ემთხვევა ზაფხულს, როცა მზე არ ჩადის დღე–ღამის განმავლობაში, ამიტომ მამლები საერთოდ უარს ამბობენ ძილზე.

გერმანელმა და შვეიცარიელმა ორნიტოლოგებმა გადაწყვიტეს გაარკვიონ, რამდენ ხანს შეუძლია ამ ჩიტს ძილის გარეშე გაძლოს. მათ 29 მამალი ბეკასი მრიცხველებით დანიშნეს. ისინი მარტო ფრინველების ადგილმდებარეობას კი არ განსაზღვრავენ, არამედ შეისწავლიან ტვინის აქტივობას. ამ ფრინველების 95% საერთოდ არ იძინებს გამრავლების პერიოდში. რეკორდს კი 19 დღე–ღამე შეადგენს. ფრინველები, რომლებსაც ნაკლები სძინავთ, უფრო მეტ შთამომავლობას ტოვებენ.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*