სინგაპურში გადაიღეს პითონისა და კობრას ორთაბრძოლა, პირდაპირ ქუჩაში

სინგაპურში, ნანიანგიpython-cobra-battle-150902ს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაიღეს ვიდეო, სადაც გველების ბრძოლაა ასახული.

აზიის ახალი ამბების არხის ცნობით, სამეფო კობრასა და პითონს შორის გამართული ბრძოლა მთელი ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა პირდაპირ გადატვირთულ ქუჩაში.

აზიიის ახალი ამბების არხს სტუდენტებმა უამბეს, რომ პითონი თითქოს იმარჯვებდა, რადგან ძლიერად შემოხვეოდა კობრის თავს. მაგრამ, როგორც ვიდეოკლიპში ჩანს, კობრა როგორღაც დაუსხლტა და იქვე მდებარე ტყეში შესრიალდა.

უნივერსიტეტის მავნებლების კონტროლის პერსონალმა მოახერხა პითონის უვნებლად დაჭერა კობრა კი თავდაპირველად გადაურჩა ტყვეობას, თუმცა რამდენიმე  საათის შემდეგ ისიც გამოიტყუეს საწვიმარი მილიდან და ჩანთაში ჩაამწყვდიეს.

news.discovery.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*