სირიაში უძველესი სამხედრო მემორიალი აღმოაჩინეს

22 მეტრი სიმაღლის ყორღანში სამარხები გარკვეული სისტემატურობით არიან განლაგებული.

არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ სირიაში, ევფრატის შუა დინებასთან აღმოჩენილი ყორღანი უძველეს მემორიალს წარმოადგენს.

სამარხი ყორღანები, რომლებიც მტრების გვამებით არის ამოვსებული, კარგად არიან ცნობილი მესოპოტამიურ წერილობით წყაროებში. “მათი გვამები ცის კიდემდე მიაღწევენ” – ასეთი წარწერაა შუმერის მეფე, ეანტუმუს სტელაზე. მან მეზობელი ქალაქ-სახელმწიფო, უმუ დაამარცხა.

დიდი ხნის განმავლობაში არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ხელოვნური ყორღანი, თელ-ბანატი, სწორედ, ასეთ სტრუქტურას წარმოადგენდა – დამარცხებული მტრის სპონტანურ სამარხს წარმოადგენდა.

თუმცა, სამარხის ფენებში აღმოჩენილი ზოგიერთი დეტალი მეცნიერებს აფიქრებინებდა, რომ აქ გამარჯვებული მხარის დაღუპული მეომრების გვამები იყო დამარხული.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მემორიალი ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდის მსგავსია. განსხვავება ის არის, რომ ძეგლის ფენები მიწის და თაბაშირისგან არის შექმნილი და არა ქვისგან.

არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ 22 მეტრი სიმაღლის კონუსისებური მიწაყრილი სამ ეტაპად არის აგებული. თითოეულ ეტაპზე, მშენებლებს ადამიანების ნეშტები გადმოჰქონდათ ამ ადგილას.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დაკრძალვა ძალიან გულმოდგინედ ტარდებოდა. გარდაცვლილები ცალკეულ ჯგუფებად არიან დაყოფილები. ერთ ჯგუფში ეტლების მხედრები იყვნენ. ეტლებში ცხენის და ვირის ჰიბრიდებს აბამდნენ. მათ მეცნიერები “კუნგას” უწოდებენ. ამ ცხოველების ფრაგმენტები სამარხებშია აღმოჩენილი.

სამარხის მეორე ჯგუფში ფეხოსნები არიან გაერთიანებული. მათ გვერდზე თიხის გრანულებია დამარხული, რომლებსაც შურდულების ჭურვებად იყენებდნენ.

არქეოლოგების ჯგუფმა, ასევე, დახურული ურიკის, კუნგუს ფიგურა და თიხის ბორბალი აღმოაჩინა ერთ-ერთი სხეულის გვერდით.

დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ მემორიალში დამარხული ადამიანები არა მარტო ბრძოლაში მონაწილეობდნენ, არამედ ამას ფორმალიზებულად აკეთებდნენ: ისინი ორგანიზებული არმიის ნაწილებს წარმოადგენდნენ, სადაც მეომრები მეეტლეებად და ქვეით ჯარისკაცებად იყოფოდნენ.

778261ab784c448486e81e8f4e0f7078.max-2000x1000

353e68db68ac472eb0439e6fe20ffcd8.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*