“სისხლიანი არწივი”: როგორ ტარდებოდა ვიკინგების სასტიკი სიკვდილით დასჯა

ვიკნგები ეგზეკუციას “სისხლიან არწივს” ტყუილად არ უწოდებდნენ.

თავისი ბარბაროსული თავდასხმებით ცნობილი ვიკინგები, უძველესი დროიდანვე სისასტიკესთან და ზღვარგადასულ ძალადობასთან ასოცირდებოდნენ. თქმულებებმა ამ მეომარი ერთ-ერთი სასტიკი რიტუალი შემოგვინახეს – ის “სისხლიანი არწივის” სახელით არის ცნობილი.

ამ რიტუალის ყველაზე საძულველი მტრების წინააღმდეგ ატარებდნენ. მსხვერპლს ზურგს უჭრიდნენ, ხერხემლიდან ნეკნებს აცალკევებდნენ და ფილტვებს იღებდნენ. მათი ფეთქვა ჩიტების ფრთების რხევას ჰგავდა. სწორედ აქედან წარმოიშვა ეს სახელწოდებაც.

ათწლეულების მანძილზე მკვლევარები “სისხლიან არწივს” ჰიპერბოლიზებულ ლეგენდად თვლიდნენ. რიტუალის რეალობის დამადასტურებელი არცერთი საბუთი აქამდე აღმოჩენილი არ იყო. თვითონ ვიკინგები კი ჩანაწერებს არ აწარმოებდნენ, თავიანთ მიღწევებს და ლეგენდებს ისინი ზეპირად საგებში და ლექსებში გადმოსცემდნენ. ისინი მხოლოდ რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ჩაიწერა.

ამას გარდა, სისხლიანი რიტუალი ანატომიურად შეუძლებლად ითვლებოდა. მაგრამ, კილის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევები საწინააღმდეგოს ადასტურებს. ექიმების და ისტორიკოსების გუნდი დარწმუნებულია, რომ ვიკინგები თავიანთი მტრების წინააღმდეგ ნამდვილად ატარებდნენ ამ სისხლიან ანგარიშწორებას.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვიკინგების შუბის გარკვეული ტიპი ზურგიდან გულ-მკერდის გასაფატრად გამოიყენებოდა. შესაძლოა, მსგავსი იარაღია გამოსახული ქვის ძეგლზე, რომელიც შვედეთის კუნძულ გოტლანდზეა აღმოჩენილი. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ძეგლზე გამოსახული სცენა სწორედ “სისხლიან არწივს” წარმოადგენს.

თვითონ პროცედურა იმდენად სასტიკია, რომ ის მსხვერპლის მომენტალურ სიკვდილს გამოიწვევს. თუკი ვიკინგებიბადამიანის ნეკნებს და ფილტვებს “ჩიტის ფრთებად” აქცევდნენ, მაშინ ეს რიტუალი უკვე გვამზე ტარდებოდა. ეს თავისთავად უკვე ძალიან უჩვეულოა, მაგრამ სავსებით დასაშვები პრაქტიკა შეიძლება იყოს.

კვლევის დროს სპეციალურად შეისწავლეს “დევიანტური სამარხები”: მაგ. ქალის ჩონჩხი, რომელსაც თავი მოკვეთეს და ის ხელებში დააჭერინეს, ყბა კი მოაცილეს და ის ღორის ყბით შეცვალეს.

“სისხლიანი არწივი”, როგორც ჩანს, უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებოდა. საგებში არწივი წარმოჩენილია, როგორც მსხვერპლის ღირსების აღდგენის საშუალება, რომელიც დასჯილის ხელით უღირსად იქნა მოკლული.

“სისხლიანი არწივი” ნამდვილად შესაძლებელია ტარდებოდა ვიკინგების ეპოქაში. ის ვიკინგების ღირსების და პრესტიჟის აღდგენის ფანატიკურ სურვილს წარმოაჩენს. უფრო მეტიც, ასეთი სისასტიკე იმის ნგარანტია იყო, რომ ვისაც კი ამ რიტუალის შესახებ სმენოდა, ისინი მოისურვებდნენ ყველა სისხლიანი დეტალი სხვებისთვისაც მოეყოლათ. სწორედ ამიტომ გადაეცემოდა ეს რიტუალი თაობიდან თაობას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*