სიცილიური კერამიკა შუასაუკუნეების ისლამურ სამზარეულოზე მოგვითხრობს

ანალიზმა პროდუქტების მრავალფეროვნება და ეკონომიკის აღზევება აჩვენა.

იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სიცილიაზე ნაპოვნი კერამიკა შეისწავლეს. აღმოჩენები პალერმოში და პატარა ქალაქ კაზალე-სან-პეტროში განხორციელდა. მკვლევარებმა 134 ჭურჭელი შეისწავლეს. ისინი საკვები პროდუქტებისთვის გამოიყენებოდა და IX-XII საუკუნეებს განეკუთვნებიან.

ამ დროს სიცილია ისლამის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ამან რეგიონზე დიდი გავლენა იქონია, პალერმო კი აყვავებული ეკონომიკის და კულტურის ცენტრად იქცა ხმელთაშუა ზღვის სამყაროში. თუმცა, თუ, როგორ აისახებოდა უბრალო ხალხზე ეს ყველაფერი, ამის შესახებ ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი.

მეცნიერებმა კერამიკულ ჭურჭელზე არსებული ორგანული ნარჩენების შესწავლა დაიწყეს. ანალიზმა საშუალება მოგვცა ისლამური სიცილიის სამზარეულოში შეგვეხედა: იმ დროისთვის დამახასიათებელი აღმოჩნდა ბოსტნეულის, ხილის, ყველის, ცხოველური პრუდუქტების ფართო სპექტრი.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ქალაქურ და სოფლის სამზარეულოებს შორის შესამჩნევი განსხვავებაც – სოფელში ადამიანები უფრო ყურძენს და რძის პროდუქტებს მოიხმარდნენ.

ასორტიმენტის მრავალფეროვნება სავსებით შეესატყვისება მადისაღმძვრელ კერძებს, რომლებიც არსებულ ლიტერატურაშია ნახსენები. კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი – სასმელების მოხმარება იყო.

ისლამურ პერიოდამდე სიცილიაზე აქტიურად მიმდინარეობდა ღვინით ვაჭრობა – ძირითადად, ეს შემოტანილი პროდუქცია იყო. ისლამურმა საზოგადოებამ ამაში დიდი ეკონომიკური პერსპექტივები დაინახა. თუმცა, არ ვიცით, რა სიხშირით მოიხმარდა ეს საზოგადოება ღვინოს, მაგრამ ფაქტია, რომ რეგიონმა საექსპორტოდ სასმელის წარმოება დაიწყო. ისლამელმა ღვინით მოვაჭრეებმა ერთგვარი “რებრენდინგი” მოაწყვეს – მათ დაიწყეს ღვინის ჩამოსხმა გარკვეული ტიპის ამფორებში, რომელთა ცნობა რეგიონის გარეთაც გახდა შესაძლებელი.

ასე დაემატა მეღვინეობა სიცილიის ეკონომიკის დარგებს, რომლებმაც გაამყარა კავშირი ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროებს შორის და რეგიონის აყვავების ახალი ერას შექმნას დაუდო საფუძველი.

b691986efbb64960a1334ec25f3331ba.max-2000x1000

97bf2e223dd241d99d4e4b6ff8fd54f6.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*