სლოვაკეთში აღმოაჩინეს უძველესი ბერძნული არტეფაქტები

დასავლეთ სლოვაკეთში, უძველესი კელტური დასახლების მახლობლად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბერძენი მეომრების გამოსახულებიანი ბრინჯაოს სამკერდე.

კიოლნის უნივერსიტეტის მეცნიერმა რეჯინ ტომასმა არტეფაქტი შეისწავლა და დაადგინა, რომ მასზე გამოსახულია ბერძნებისა და ამორძალების მითიური ბრძოლა. სავარაუდოდ იგი დამზადებულია ძვ. წ. IV საუკუნეში.

“ეს არის უძველესი ბერძნული ხელოვნების კვალი სლოვაკეთის ტერიტორიაზე” – განაცხადა სლოვაკეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა კეროლ პიეტამ. ის ფიქრობს, რომ ბრინჯაოს არტეფაქტი აქ სწორედ კელტმა მეომრებმა შემოიტანეს, რომლებმაც ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში გაძარცვეს ბერძნები.

ადგილი, სადაც არტეფაქტები იქნა აღმოჩენები კელტები რიტუალებს ატარებდნენ. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამსხვერპლო ორმო, სადაც ნაპოვნია დამწვარი ადამიანის და ცხოველების ძვლების ნაშთები. ასევე ლურჯი მინისგან დამზადებული სამაჯურები და უამრავი ჭურჭლის ფრაგმენტი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*