სოკოს შეგროვების დროს ბიჭუნამ 1500 წლის წინანდელი არტეფაქტი აღმოაჩინა

აღმოჩენა საფლავის ქვის ფრაგმენტი აღმოჩნდა, ბიზანტიური წარწერით.

13 წლის სტავ მეირი მამასთან და ძმასთან ერთად ისრაელის ქალაქ კესარიასთან ახლოს სოკოს საკრეფად წავიდა. მანამდე აქ ძლიერი წვიმები იყო და ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სოკოს მოსაგროვებლად საუკეთესო დრო იქნებოდა. სტავმა მიწიდან ამოჩრილი მარმარილოს ფილა შენიშნა. ბიჭუნა სკოლაში არქეოლოგიას სწავლობს და ის მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც ძველი იპოვა.

ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი ისტორიული ღირებულების ნივთის პოვნის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ისრაელის სიძველეების სამმართველოს (IAA). ფილის შესწავლა დაიწყო არქეოლოგმა პიტერ გენდელმანმა. მან განაცხადა, რომ ეს საფლავის ქვის ნაწილია, რომელზეც ბერძნული წარწერაა გრავირებული. არტეფაქტზე შემოინახა სიტყვები “საფლავი” და სახელი “ანასტასია” ან “ანასტასი”.

სავარაუდოდ, არტეფაქტის ასაკი 1500 წელია. ამ პერიოდში ეს ტერიტორია ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. .შესაძლოა, რომ სტავმა მხოლოდ ფილა კი არ აღმოაჩინა, არამედ უძველესი ქრისტიანული სასაფლაო.

ქალაქი კესარია მდიდარია თავისი ისტორიით. იგი ჰეროდე დიდის მიერ არის დაარსებული. ის ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი ეკლესიებით და მონუმენტური შენობებით. ქალაქი VII საუკუნეში მუსულმანებმა შემოსევების დროს დაანგრიეს.

IAA-მ სტავი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*