სუპერმთვარე, ლეონიდები და ნოემბრის თვის სხვა ასტრონომიული მოვლენები

ნოემბრის ცა უხვად არის მოფენილი ზამთრის თანავარსკვლავედებით. 14 ნოემბერს მოხდება 2016 წლის სუპერმთვარეობა, 17–18 ნოემბერს ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ვარსკვლავთცვენა – ლეონიდები – მაქსიმუმს მიაღწევს.

2016 წლის ნოემბრის ასტრონომიული კალენდარი ასეთია: მოწმენდილ ცაზე ზამთრის ყველა კაშკაშა ვარსკვლავი გამოჩნდება. შუაღამეს აღმოსავლეთის ჰორიზონტიდან ამოვა ლომის თანავარსკვლავედის ვარსკვლავი რეგული, ხოლო ჩრდილო–აღმოსავლეთით ჰორიზონტის თავზე დიდი დათვის თანავარსკვლავედი განთავსდება. ჰორიზონტთან ახლოს ჩრდილო–დასავლეთით ჩანს ლირას და გედის თანავარსკვლავედები, ხოლო ცის სამხრეთ ნაწილში, ზენიტთან ახლოს პერსევსის თანავარსკვლავედი მოსჩანს.

მისგან მარცხნივ ჩანს მეეტლე, მის ქვემოთ – კურო. უფრო ქვემოთ და მარცხნივ – ორიონის კაშკაშა ვარსკვლავები: წითელი ბეტელგეიზე, ცისფერი რიგელი და ბელიატრიქსი. მაღლა სამხრეთ–დასავლეთით განლაგებულები არიან პერსევსი და ანდრომედა, მათ ქვეშ ჰორიზონტთან – ვეშაპი. ცის სამხრეთ–აღმოსავლეთით მოსჩანს ტყუპები, მათ ქვეშ – პატარა ძაღლი, ხოლო ჰორიზონტთან ახლოს – მთელი ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სირიუსი (დიდი ძაღლის ალფა).

2016 წლის 14 ნოემბერს ამოვა სუპერმთვარე: დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ამ დროს ყველაზე დიდად მოსჩანს. მაგრამ ეს მოვლენა გაართულებს მეტეორების ნაკადის ლეონიდებზე დაკვირვებას. 9–22 ნოემბრამდე კაშკაშა და თითქმის სავსე მთვარე ცას გაანათებს. ლეონიდები შედიან ყველაზე ინტენსიური მეტეორების ნაკადების რიცხვში. (მაქსიმალური რეკორდი – 150 000 მეტეორი საათში). წელს პიკში, 17–18 ნოემბერს მათი სიჩქარე არ აღემატება 20 მეტეორს საათში.

263815aa7228fb4f93b73bff6948277f

c1c0d7920988b7686c7475e83ccec811

Leave a comment

Your email address will not be published.


*