სუპერტელესკოპი ჩვენს გაოცებას აგრძელებს: 265 ათასი გალაქტიკა ერთ გამოსახულებაში!

კოსმოსური ობსერვატორია “ჰაბლის” მიერ გაკეთებული ფოტოების საშუალებით შეიქმნა გამოსახულება, რომელიც 265 ათას გალაქტიკას მოიცავს.

ტელესკოპი “ჰაბლი” ორბიტაზე 1990 წლის 24 აპრილს გაუშვეს. ამ დროის განმავლობაში, მან მონაცემების უზარმაზარი რაოდენობა მოაგროვა კოსმოსურ სხეულებზე, გალაქტიკების ფორმირების ისტორიაზე და კოსმოსში მიმდინარე სხვა უამრავ პროცესზე. გრანდიოზული ფოტოების უმრავლესობა “ჰაბლის” მიერ არის გადაღებული.

სპეციალისტების მიერ შედგენილ გამოსახულებაში წარმოდგენილია დაახლოებით 265 ათასი გალაქტიკა, რომლებიც ობსერვატორიამ 31–ე მისიის დროს დააფიქსირა. სამყაროს მოცემულ მონაკვეთზე დაკვირვება 250 დღე გრძელდებოდა ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური სპექტრის საშუალებით.ამ გალაქტიკებს შორის არის ის გალაქტიკები, რომლებიც დიდი აფეთქებიდან 13, 3 მილიარდი წლიდან 500 მილიონ წლამდე ინტერვალში წარმოიქმნენ.

გამოსახულების შესაქმნელად 7500 ფოტო გამოყენეს. “ჰაბლი” ორბიტაზე 2021 წლის გაზაფხულამდე იმუშავებს, რის შემდეგ მას სუპერტელესკოპი “ჯეიმს უები” შეცვლის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*