ტანზანიაში აღმოაჩინეს იდუმალი ანთროპომორფული არსებების ფიგურებიანი კლდის მხატვრობა

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მხატვრობა რამდენიმე ასეული წლის წინანდელია.

სამი ანთროპომორფული ფიგურიანი გამოსახულება ტანზანიაში სვაგა სვაგას ნაკრძალში აღმოაჩინეს. ნახატები კარგ მდგომარეობაშია კლდის შვერილის წყალობით, რომელიც გამოსახულებებს მზის სინათლისა და წყლისგან იცავს. ამ ადგილს “კლდოვანი თავშესაფარი ამაკხი 4” დაარქვეს.

ამაკხი 4-ის ნახატებზე გამოსახული არიან ადამიანები, შინაური პირუტყვი და ჟირაფები. მაგრამ ერთმა ნახატმა განსაკუთრებით დააინტერესა მეცნიერები. ეს არის 3 ანთროპომორფული არსების ფიგურა, რომლებსაც კამეჩის თავები აქვთ.

სანდავეს ხალხის ახლანდელ რელიგიაში კამეჩის ანთროპომორფოზაციის ელემენტები არ მოიპოვება. არც იმის რწმენა არსებობს, რომ ადამიანები ცხოველებად შეიძლება გადაიქცნენ. თუმცა, ზოგიერთი რიტუალური ასპექტი ნახატთან კავშირს არ გამორიცხავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნახატები რამდენიმე ასეული წლის წინ არის შექმნილი.

სამი ადამიანის ფიგურიანი მოტივები ცენტრალური ტანზანიის სხვა კლდის მხატვრობის გამოსახულებებშიც გვხვდება. ამ ნახატებში არ გვხვდება შინაური პირუტყვის გამოსახულებები. ეს ფაქტი და საღებავის დეგრადაცია იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ნახატები შექმნილია მონადირე-შემგროვებლების პერიოდში, სულ მცირე, რამდენიმე ასეული წლის წინ.

7e0cd951c602442785c8c54651b32e50.max-2000x1000

b20d315e109a4bfcb6cf7a729deef338.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*